ბარბერინის ფავნი

(გადამისამართდა გვერდიდან მძინარე ფავნი)

ბარბერინის ფავნი (აგრეთვე მთვლემარე სატირი) არის ჩაძინებული ფავნის, ან სატირის სკულპტურული გამოსახულება, რომელიც სავარაუდოდ ჩვ. წ.-მდე დაახლ. 220 წლისთვის უნდა იყოს შექმნილი.

ბარბერინის ფავნი“. (ორიგინალი წინხედში) მიუნხენის გლიპტოთეკა.
ფრანგი მოქანდაკის, არქიტეტორის ედმე ბუშარდონის (XIX ს.) მიერ შესრულებული „მძინარე სატირი“.

მეცნიერებაში მისი წარმოშობა არაა საბოლოოდ დადგენილი. ზოგ ხელოვნებათმცოდნეთა მოსაზრებით იგი უნდა წარმოადგენდეს რომაულ ხანაში შესრულებული ერთ-ერთი ელინისტური სკულპტურის მხოლოდ ასლს.

აღწერილობა და ზომები

რედაქტირება

მხილველის წინაშეა ახალგაზრდა, დაკუნთული მძინარე მამაკაცის სკულპტურული გამოსახულება. ქანდაკების სახის გამომეტყველების და კიდურების ფიგურაციის მიხედვით (მაღლა აწეული, ან მოშვებული ხელები და გაშლილი ფეხები) იგი ძილს მისცემია, ანდა თვლემს. მისი გენიტალიები ღიად და დაუფარავადაა ნაჩვენები.

სკულპტურული ნაწარმოები მარმარილოშია შესრულებელი. მისი სიმაღლეა 2,15 მეტრი. იგი აღმოაჩინეს XVII საუკუნეში ქალაქ რომში წმიდა ანგელოზის ციხესიმაგრეში.

ვარაუდობენ, რომ „ბარბერინის ფავნი“ ერთ-ერთი შემოსევის შემდეგ უნდა წაეღოთ რომაელებს ნადავლის სახით საბერძნეთიდან .

ფავნის ქანდაკება კარდინალმა მაფეო ბარბერინიმ (Maffeo Barberini) სარესტარვაციოდ მიანდო იტალიელ ხელოვან კაცს, ჯოვანი (ჯიან) ლორენცო ბერნინის (Gian Lorenzo Bernini – 1598-1680), რომელმაც აღადგინა სკულპტურა; ბერნინიმ არამარტო შეაკეთა, ძარცვისა, თუ ტრანსპორტირების პროცესში, დაზიანებული ფიგურა, არამედ ფრაგმენტარულად შეუვსო მას დაკარგული სხეულის (ხელ-ფეხისა და თავის) ნაწილები.

ბერნინიმ ფიგურა ბაროკოს სტილის მიმართულებით შეცვალა, შესძინა-რა მას უფრო მეტი სექსუალური გამომსახველობა. ხელოვნებათმცოდნეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, ქანდაკების რესტავრაცია თავად ბერნინიმ შეასრულა თუ მის მოწაფეთაგან რომელიმე სხვამ. საბოლოოოდ კი სკულპტურა ბარბერინის სასახლის კოლექციაში დარჩა. სწორედ ამ მიზეზის გამო შემორჩა მას „ბარბერინის მთვლემარე ყმაწვილის“ არც თუ უირონიოდ მჟღერი სახელი.

1810 წელს მეფე ლუდვიგ I ბავარიელმა შეიძინა ეს ქანდაკება და რომიდან ალპების გავლით გადმოატანინა მიუნხენში. „მძინარე ფავნი“ 1830-იანი წლებიდან მეფე ლუდვიგ I-ის სურვილის თანახმად მიუნხენის გლიპტოთეკაში გამოჰფინა (Inv. 218), სადაც დღემდეა ექსპონირებული და ერთ-ერთი მთავარ სანახაობას წარმოადგენს.

ფრანგებიფრანგმა ხელოვანმა ედმე ბუშარდონმა (Edmé Bouchardon – 1698-1762), რომელიც ფრანგული კლასიციზმის გზათა მკვალავად მიიჩნევა, დიდი შთაგონებით შექმნა ასევე მსგავსი ქანდაკება, რომელიც 1892 წლიდან ლუვრშია გამოფენილი.

სახელ ფავნის პრობლემა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურული ხელოვნების მოყვარულები შეჩვეულნი არიან სახელ ფავნს, იგი მაინც არაა მართებულად შერჩეული სახელი.

ფავნი რომ მართლა ფავნი იყოს საამისოდ საჭიროა, რომ ის რომაული ხელოვნების ძეგლს (რომაული მითოლოგია) წარმოადგენდეს. ბერძნული მითოლოგია კი მსგავსი სემანტიკის მხოლოდ ორ სახელს იცნობს. ესენია; სატირი და სილენე.

ამგვარი გაუგებრობის მიზეზი კი ისაა, რომ ქანდაკების პირველმა მხილველებმა აღმოჩენის პროცესში არ იცოდნენ ნაწარმოების პირველსახელი და ამდენად სახელ ფავნის შერჩევაც უფრო ხელმეორე ნათლობა იყო და შემთხვევით ასოციაციებს ეფუძნებოდა; ცნობილია, რომ იმხანად არავის უწარმოებია განსაკუთრებული მეცნიერული კვლევა-ძიება მართებული სახელის დადგენის მიზნით.

ზოგი ხელოვნებათმცოდნე ამ ქანდაკების სახელთაგან („ბარბერინის ფავნი“, „მთვლემარე, ან მძინარე სატირი“, „მთვრალი სატირი“, თუ „ბარბერინის ყმაწვილი“) ყველას უარყოფს და შინაურ წრეებში მას უფრო „ბარბერინის ყმაწვილად“ და „ბარბერინის ჯიგოლოდ“ მოიხსენიებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hans, Walter: Satyrs Traum: Ein Gang durch die griechische Satyrlandschaft. Deutscher Kunstverlag, Berlin, 1991, გვ. 127-154. ISBN 3-422-06105-3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება