ანტინოე
ანტინოე (Ἀντίνοος, ლათინიზებული ფორმაა Antinous ან Antinoos; დ. 27 ნოემბერი, 110-115 წლებს შორის — გ. 30 ოქტომბერი, 130, ნილოსში ბესასთან) — რომის იმპერატორ ადრიანეს ანტურაჟის წევრი, მისი საყვარელი. სიკვდილის შემდეგ (დაიხრჩო ნილოსში) ღმერთად შერაცხეს. ადრიანემ მას ტაძრები აუგო და ქალაქი ანტინოოპოლისი დააარსა მის პატივსაცემად, იმ ადგილთან, სადაც ის დაიღუპა. მისი აკლდამა მონიშნული იყო ობელისკით, რომელიც ამჟამად რომში, პორტა მაჯიორესთან დგას. დღემდე შემონახულია მრავალი ქანდაკება, სამკაული და მონეტა, რომელზეც ანტინოეა გამოსახული, როგორც ახალგაზრდობის სილამაზის ეტალონი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 490.