ბესა (ბერძ. Βέσσας) – ბიზანტიელი სტრატეგოსი (სარდალი) ეგრისში 550-554 წლებში. 550 წელს ბიზანტიას დაუმორჩილა აჯანყებული აბაზგები; 551 წელს ირანელებს წაართვა ციხე-ქალაქი პეტრა, მაგრამ 553 წელს სასტიკად დამარცხდა ირანელებთან ბრძოლაში ტელეფისის მახლობლად. ეგრისის მეფის გუბაზის თხოვნით იუსტინიანე კეისარმა ბესა თანამდებობიდან გადააყენა, ჩამოართვა მთელი ქონება და აბაზგიაში გადაასახლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბესა&oldid=4117212“-დან