ბოხმეჭა
(გადამისამართდა გვერდიდან მყვრელი)
ბოხმეჭა, მყვრელი (ლათ. Anguis fragilis) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. ზურგის მხარე მურა-ყავისფერია, მუცლისა — მოშავო. გავრცელებულია მთელ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ალჟირში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. უფრო ტყეებში ცხოვრობს. ცოცხლადმშობია. იკვებება მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.
ბოხმეჭა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Anguis fragilis | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 47113126 | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 496.