ბოხმეჭასებრნი (ლათ. Anguidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა. ზოგიერთ სახეობას ხვლიკებისათვის დამახასიათებელი აგებულება აქვს, ზოგს — გველისებრი, ზოგს კი მეტად პატარა, განუვითარებელი კიდურები და მეტ-ნაკლებად წაგრძელებული სხეული. ენა ორკაპა აქვთ, ქუთუთოები კარგად განვითარებული და მოძრავი. ცნობილია 7 გვარის 60-მდე სახეობა. უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. საყურადღებოა ალიგატორისებრი ხვლიკის ანუ გერონოტის (Gerrhonotus) გვარი, რომლის წარმომადგენლებს კარგად განვითარებული კიდურები აქვთ. გვხვდებიან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 2 გვარია, რომლებიც თითო სახეობით არიან წარმოდგენილი — ბოხმეჭა (Anguis fragilis) და გველხოკერა (Ophisaurus apodus).

ბოხმეჭასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  ხვლიკისნაირნი
ოჯახი:  ბოხმეჭასებრნი
ლათინური სახელი
Anguidae

ლიტერატურა

რედაქტირება