მქნევარა, (მქნევარა თვალი) — მასიური მრგვალი დეტალი, რომელსაც აყენებენ მანქანის წამყვან ლილვზე მისი ბრუნვის უთანაბრობის შესამცირებლად მოძრაობის დამყარებული რეჟიმის დროს. მქნევარა თვალია, რომლის მძიმე ფერსო მორგვთან შეერთებულია სწორი მანებით ან მთლიანი დისკოთი. ხშირად იგი შკივის ან ქუროს დისკოს ფუნქციას ასრულებს. მქნევარა აჩქარების დროს აგროვებს კინეტიკურ ენერგიას, შენელებისას კი გასცემს და ამით მანქანის ნორმალური მუშაობისათვის დასაშვებ სიდიდემდე ამცირებს ლილვის ბრუნვის უთანაბრობას. მქნევარას ენერგიას იყენებენ მანქანის ამძრავად, მაგ., გირობუსში.

თანამედროვე ავტომობილის მქნევარა.
მქნევარა ძველი ფაბრიკიდან

ლიტერატურა

რედაქტირება