გირობუსი
გირობუსი — ინერციულ-აკუმულატორიანი ურელსო ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს მქნევარას კინეტიკური ენერგიით. მქნევარას კინეტიკური ენერგიის მარაგი საკმარისია 5-6 კმ მანძილის გასავლელად. იყენებდნენ დამხმარე სატრანსპორტო საშუალებად მოკლე ტრასებსა და აფეთქებასაფრთხიან ობიექტებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 167.