მუჰამედ რაფი
გენერალი მოჰამედ რაფი ( პუშტუ : محمد رفیع; დაბადებული 1946) — ავღანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, არმიის გენერალი. ყოფილი პოლიტბიუროს წევრი და ვიცე-პრემიერი (თავდაცვის ყოფილი მინისტრი). 1979-1984 და 1986-1988 წლებში მუშაობდა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად. ეთნიკურდ: პუშტუნი. მამა — შირინ ხანი, ერთ-ერთი პირველი ავღანელი რეაქტიული თვითმფრინავის მფრინავი იყო.[1]
მუჰამედ რაფი | |
---|---|
ეროვნება | პუშტუნი |
დაბადების თარიღი | 1946 |
დაბადების ადგილი | პაგმანი, ავღანეთის სამეფო |
წოდება | გენერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამოჰამედ რაფიმ განათლება მიიღო ესტეკლალისა და ჰაბიბიას ლიცეუმებში და დაამთავრა ქაბულის სამხედრო სასწავლებელი ( 1967 წ. ). მსახურობდა სატანკო ჯარში. 1973 წლიდან იყო ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრი (PDPA; ფრაქცია „ ფარმაჩის“ წევრი). 1974 წლიდან — მაიორი, სატანკო ბატალიონის მეთაური. 1976 წლიდან — მე-4 სატანკო ბრიგადის შტაბის უფროსი.
მონაწილეობდა 1978 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში — ე.წ. საურ-აპრილის რევოლუციაში . 1978 წლის მაის-აგვისტოში ეკავა საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის პოსტი. 1978 წლის აგვისტოში დააკავეს ნურ მუჰამედ თარაკის რეჟიმის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1979 წლის ოქტომბერში პატიმრობის ვადა 12 წლამდე შეუმცირდა. 1979 წლის დეკემბერში ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს ციხიდან. [2]
1980 - 1982 წლებში — თავდაცვის მინისტრი. 1980 წლის აპრილიდან — გენერალ-მაიორი. ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და რევოლუციური საბჭოს წევრი, 1981 წლიდან — ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტია ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. ატარებდა ჯარის „ფარჩამიზაციის“ პოლიტიკას, ანუ საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავდა ფრაქცია „ფარჩამის“ წევრებს ფრაქცია "ხალიკის" საზიანოდ.
გენერალ მუჰამედ რაფის საქმიანობამ გამოიწვია საბჭოთა სამხედრო მრჩევლების უკმაყოფილება, რომლებიც მას არასაკმარის აქტიურობასა და კომპეტენციაში ადანაშაულებდნენ; გარდა ამისა, „ფარჩამიზაციამ“ გამოიწვია უკმაყოფილება ფრაქცია „ხალიკის“ წევრ სამხედრო ლიდერებში, რომლებსაც ჰქონდათ კავშირი სსრკ-ს სამხედრო წრეებთან. 1982 წლის 23 მაისს იგი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაიყვანეს ავღანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 1982-1983 წლებში სწავლობდა მოსკოვის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში. 1984 წლიდან გახდა რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1986 წლის 5 დეკემბერს იგი კვლავ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად პრეზიდენტ ნაჯიბულას ინიციატივით (მუჰამედ რაფის კოლეგა „ ფარმაჩის“ ფრაქციაში). ხსენებულ პოსტს იკავებდა 1988 წლამდე. 1988 - 1992 წლებში იყო ავღანეთის ვიცე პრეზიდენტი. 1989 წლიდან — სამშობლოს თავდაცვის უმაღლესი საბჭოს წევრი. 1990 - 1992 წლებში - სამშობლოს პარტიის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი ბიუროს წევრი (ყოფილი ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტია).[3]
ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის რეჟიმის დაშლის შემდეგ, სამ სხვა ვიცე-პრეზიდენტთან ( აბდულ რაჰიმ ჰატეფი, აბდულ და ჰამიდ მოჰტატი და აბდულ ვაჰედ სორაბი) და საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულ ვაქილთან ერთად შედიოდა საბჭოში, რომელსაც პრეზიდენტის ფუნქცია ეკისრებოდა. როგორც პუშტუნი, მუჰამედ რაფი ეწინააღმდეგებოდა ქაბულზე კონტროლის დამყარებას არაპუშტუნი (ტაჯიკური და უზბეკური) შეიარაღებული ძალების მიერ და ცდილობდა მოლაპარაკებას პუშტუნი მუჯაჰედის მეთაურის გულბუდინ ჰექმათიარის ჯარების დედაქალაქში შესვლაზე. ამ გეგმის ჩავარდნის შემდეგ ის დარჩა ჰექმათიარის ჯარებთან, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Weisman, Steven R. (April 28, 1987). „Afghanistan Admits Cease-fire's Failure and Criticizes U.S.“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 25, 2018.
- ↑ Whitaker, Joseph (1990) Whitaker's Almanack 1991. ISBN 9780850212051. ციტირების თარიღი: 12 December 2015.
- ↑ Слинкин М. Ф. Народно-демократическая партия Афганистана у власти. Время Тараки-Амина 1978—1979 (რუს.)
- ↑ Афганистан. Краткий биографический справочник. — М., 2004. (რუს.)