აბდულ რაჰიმ ჰატეფი

აბდულ რაჰიმ ჰატეფი (დ. 7 ივლისი, 1925, ყანდაარი— გ. 19 აგვისტო, 2013) — ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1988–1992 წლებში. 1992 წელს ნაჯიბულას ხელისუფლების დამხობის შემდეგ 16 აპრილიდან 28 აპრილამდე ასრულებდა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას. 28 აპრილს ქაბულში ხელისუფლება გადასცა მოჯაჰედებს. სახალხო დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება