მუჰამედ იუნუს ხალესი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუჰამედ იუნუს ხალესი (მალვავი) (პუშტ. محمد يونس خالص‎, დ. 1919 —  გ. 19 ივლისი, 2006) —ავღანელი მოჯაჰედების  შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უდიდესი საველე მეთაური  ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ -აღმოსავლეთ (ვილაიათებში) პროვინციებში,  ავღანეთის  ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის — „ავღანეთის ისლამური პარტია იუნუს ხალესი“  — ლიდერი ავღანეთის ომის (1979-1989) დროს.

მუჰამედ იუნუს ხალესი
محمد يونس خالص
დაბადების თარიღი მიახლ. 1919
ნანგარჰარის პროვინცია, პაკისტანი
გარდაცვალების თარიღი 19 ივლისი, 2006 (86-87 წლის)
საქმიანობა ავღანელი მოჯაჰედების ერთ-ერთი ლიდერი
ვიკიციტატა
„„... ხალესი იყო უკომპრომისო ფუნდამენტალისტი. იგი  ორგანიზატორია 1991 წელს   სუდანში მომხდარი ტერაქტისა „მოწოდება სუდანში წმინდა ომის მხარდაჭერისთვის“ ...“

1992 წელს კომუნისტური მთავრობის დაცემის შემდეგ, მისი ძალები მართავდნენ აღმოსავლეთ ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციას".[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
იუნუს ხალესის ერთგული მოჯაჰედები —1987 წლის ოქტომბერი

მუჰამედ იუნუს ხალესი (მავლავი) დაიბადა 1919 წელს ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის ხუგიანის რაიონში, წარმოშობით იგი ეკუთვნოდა ხუგიანის (ხოგიანის) პუშტუნთა ტომს. განათლება მიიღო ისლამურ სამართალსა და თეოლოგიაში. ხალესს ჰქონდა კონსერვატიული შეხედულება ავღანეთში ისლამური საზოგადოების განვითარების შესახებ. იგი  გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა მის თანამედროვე ისტორიაში.[3]

ხალესი გახლდათ გამჭრიახი პოლიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ძალაუფლება ავღანეთის ისტორიის ერთ -ერთ ყველაზე მღელვარე პერიოდში. ხანდახან მას ნანგარჰარის „ნათლიას“ უწოდებდნენ.

1973 წელს მუჰამედ დაუდის მიერ ზაჰირ შაჰის დამხობის შემდეგ, ხალესი გაიქცა პაკისტანში და შეუერთდა გულბედინ ჰექმათიარიისლამურ პარტიას. საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის შემდეგ, ხალესმა გაწყვიტა  გულბედინ ჰექმათიართან ურთიერთობა და დააარსა საკუთარი, უფრო ზომიერი ამავე სახელწოდების პარტია.

ხალესი რამდენჯერმე დაბრუნდა ავღანეთში, მათ შორის შეუერთდა ომს საბჭოთა არმიისა და მისი ადგილობრივი მხარდამჭერების წინააღმდეგ. მოჯაჰედების მრავალი მეთაური, მათ შორის აბდულ ჰაკი, ამინ ვარდაკი და ჯალალედინ ჰაკანი, ფაქტობრივად, ხალესის დაქვემდებარებაში იყვნენ.

ხალესი იყო ერთადერთი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში. 1985 წელს (სამი თვე) იყო „შვიდეულის ალიანსის“ ან „ფეშავარ შვიდის“ (პაკისტანში შექმნილი მოჯაჰედების საკოორდინაციო საბჭო) ოფიციალური თავმჯდომარე.

1992 წელს კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ხალესი მონაწილეობდა „დროებით ისლამურ მთავრობაში“, იგი ლიდერობის საბჭოს წევრი გახლდათ, მაგრამ არ ეკავა სხვა ოფიციალური თანამდებობა. ქაბულში გადასვლის ნაცვლად მას სურდა ნანგარჰარში დარჩენა. მისი პარტია მართავდა ამ პოლიტიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ოლქს. მისი ორი ახლო თანამებრძოლი  ჰაჯი აბდულ კადირი და ჰაჯი დინ მუჰამედი, იკავებდნენ ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორების პოსტებს. [4]

1996 წლის სექტემბერში თალიბებმა   ნანგარჰარზე  კონტროლი დაამყარეს.  ხალესი მხარს უჭერდა თალიბანის მოძრაობას და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის მეთაურებთან. 1990 -იანი წლების ბოლოდან იგი ცხოვრობდა პაკისტანში.თალიბანის ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა დაიბრუნეს კონტროლი თავიანთ პოსტზე ჯალალაბადში, სადაც ხალესს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, თუმცა მას ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა.

მისი უფროსი ვაჟის, თორა ბორას სამხედრო ფრონტის მეამბოხე ჯგუფის ლიდერის ანვარ ალ-ჰაკ მუჯაჰედის განცხადების თანახმად, მუჰამედ იუნუს ხალესი გარდაიცვალა 2006 წლის 19 ივლისს.[5]

მუჰამედ იუნუს ხალესი ავტორია პუბლიკაციების,  ესეების და ლექსების კრებულისა.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Patrick J. Fitzgerald. United States of America v. Enaam M. Arnaout, «Governments Evidentiary Proffer Supporting the Admissibility of Co-Conspirator Statements», before Hon. Suzanne B. Conlon
  2. Abubakar Siddique, The Pashtun Question: The Unresolved Key to the Future of Pakistan and Afghanistan, Hurst, 2014, p. 154
  3. Ahmed Rashid, Taliban: The Power of Militant Islam in Afghanistan and Beyond, Bloomsbury Publishing, 2010, p. 90
  4. "Afghanistan: Lessons from the Last War".
  5. Leader of Afghan mujahideen dies // BBC.co.uk, 24 July 2006.
  6. Masood Farivar, Confessions of a Mullah Warrior, Atlantic Books Ltd, 2009, chapter 10
  7. Profile on WorldCat