მუჰამად I იგივე მუჰამად ხუდაბანდა (სპარს. شاه محمد خدابنده;‎ დ. 1532 — გ. 1595 ან 1596) — სეფიანების მეოთხე წარმომადგენელი. ირანის შაჰი 1578-1587 წლებში. ტახტზე ავიდა ძმის, ისმაილ II-ის გარდაცვალების შემდეგ. თამაზ I-ისა და სულთან ბეგუმ მავსილუს ვაჟი.

მუჰამად ხუდაბანდა
მუჰამად I
Mohammen xudabende Sefevid.jpg
სეფიანთა ირანის მე-4 შაჰი
Lion and Sun Emblem of Persia.svg
მმართ. დასაწყისი: 11 იანვარი, 1578
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1587
წინამორბედი: ისმაილ II
მემკვიდრე: აბას I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1532
დაბ. ადგილი: თავრიზი
გარდ. თარიღი: 1595
მეუღლე: ჰაირ უნ-ნისა ბეგუმი
შვილები: ჰასან მირზა
ჰამზა-მირზა
აბას I
აბუ ტალიბ მირზა
თამაზ მირზა
შაჰბანუ ბეგუმი
დინასტია: სეფიანები
მამა: თამაზ I
დედა: მევზილი (ქადემლი) ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

ტახტზე ასვლამდერედაქტირება

დაიბადა 1532 წელს, თავრიზში, მამამისის, შაჰ-თამაზ I-ის მმართველობის პერიოდში. 4 წლის ასაკში იგი ჰერათის მმართველად დაინიშნა. მისი მცირეწლოვნების გამო ქალაქს განაგებდა მისი ყიზილბაში მასწავლებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის განვითარებაში. 1572 წელს მუჰამად-მირზა დაინიშნა შირაზის მმართველად. 1576 წელს, შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ, იგი ერთ-ერთ მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ ტახტი საბოლოოდ მისმა უმცროსმა ძმამ, ისმაილმა დაიკავა. მან სიკვდილით დასაჯა თავისი 5 ძმა, მაგრამ მუჰამადი ამ შემთხვევაში გადაურჩა სიკვდილს. 1577 წელს, შაჰ ისმაილი მოწამლეს და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დროისთვის, მუჰამადი შირაზში იმყოფებოდა. 1578 წლის დასაწყისში, მუჰამად-მირზა ოფიციალურად გახდა ირანის შაჰი მუჰამად I-ის სახელით.

მმართველობის პერიოდირედაქტირება

მუჰამადს ჰქონდა უფრო რბილი ხასიათი ვიდრე მის ძმას, მაგრამ ამასთან ერთად იყო უნებისყოფო, სწორედ ამიტომ, ისმაილის წინააღმდეგ შეთქმულება მისმა დამ მოაწყო. 1578 წელს, ოსმალეთის იმპერიის სულთანმა, მურად III-მ, განაახლა ომი ირანთან, რომელიც გაგრძელდა 1590 წლამდე. პირველად, ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი მუსტაფა ლალა-ფაშა შეიჭრა ირანში და დაიპყრო აზერბაიჯანის ნაწილი. ზაფხულის ბოლოსთვის დაეცა შირვანი, რის შედეგადაც ოსმალებმა კონტროლი დაამყარეს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე. 9 აგვისტოს ირანი დამარცხდა ჩილდირის ბრძოლაში, ხოლო 24 აგვისტოს ლალა-ფაშამ აიღო თბილისი.

1579 წელს ოსმალებმა იერიში მიიტანეს აზერბაიჯანსა და სომხეთზე, მაგრამ ოსმალთა არმიის მეთაური ადილ გირაი ხანი მუჰამადის ვაჟმა, ჰამზა-მირზამ აიყვანა ტყვედ და მალევე ყაზვინში სიკვდილით დასაჯა. ოსმალეთის იმპერიის სხვა არმია, რომელსაც ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა და ფერჰად-ფაშა მეთაურობდნენ, შეიჭრა ირანში და 1585 წელს აიღო თავრიზი, რომელიც იმდროინდელი ირანის დედაქალაქი იყო. მუჰამდმა მათ დასამარცხებლად კვლავ ჰამზა-მირზა გაუშვა, მაგრამ ახალგაზრდა უფლისწული ამ კამპანიის დროს დაიღუპა და თავრიზი ოსმალეთის იმპერიის ხელში კიდევ 20 წლის განმავლობაში რჩებოდა.

ოსმალებთან ომის პარალელურად, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სპარსელებს თავს ესხმოდნენ პარტიზანი უზბეკები. 1585 წელს მათ მთლიანი ხორასანი დაიკავეს,1580-იან წლებში იმპერია კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ტერიტორია 1586 წლისათვის 952,000კმ² იყო, რაც თანამედროვე ირანის ტერიტორიასთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია.

დამხობარედაქტირება

1587 წელს, ირანში კიდევ ერთი შეთქმულება მოაწყვეს, მაგრამ ამჯერად შაჰ მუჰამადის წინააღმდეგ. ირანში თვლიდნენ, რომ უკვე დრო იყო მუჰამადი შეეცვალა მის ვაჟს, აბასს. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გამოკეტეს ციხეში, სადაც 8-9 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა.

ლიტერატურარედაქტირება