ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა

ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა (თურქ. Özdemiroğlu Osman Paşa; დ. 1526 — გ. 29 ოქტომბერი, 1585) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1584–1585 წლებში.

ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა
Özdemiroğlu Osman Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 28 ივლისი, 1584
მმართ. დასასრული: 29 ოქტომბერი, 1585
წინამორბედი: ქანიჟელი სიავუშ-ფაშა
მემკვიდრე: ჰადიმ მესიჰ-ფაშა
სულთანი: მურად III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1526
დაბ. ადგილი: კაირო, ეგვიპტე
გარდ. თარიღი: 29 ოქტომბერი, 1585
გარდ. ადგილი: ირანი
რელიგია: სუნიტური, ისლამი
სამხედრო კარიერა
კუთვნილება: ოსმალეთის იმპერია
ჯარის სახეობა: ოსმალეთის იმპერიის არმია
მოღვაწეობა: 1578-1585
წოდება: სერდარი
ბრძოლები/ომები: ჩილდირის ბრძოლა
ტორჩესის ბრძოლა

წარმოშობა

რედაქტირება

ოსმალების მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ 1517 წელს ყოფილმა მამლუქთა ელიტამ (ყივჩაღები და ჩერქეზები) აღიარა თურქეთის სულთნის ძალაუფლება და შეავსეს ოსმალეთის იპერიის სამხედრო ძალები. მათ შორის იყო ოსმანის მამა ოზდემირ-ფაშა. ინდოეთის ოკეანეზე ოსმალეთის კამპანიის შემდეგ ოზდემირ-ფაშა დანიშნეს ჰაბეშის ბეილერბეიდ.

ადრეული წლები

რედაქტირება

ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა დაიბადა 1526 წელს კაიროში . მამის გარდაცვალების შემდეგ 1561 ოსმანი დაინიშნა გუბერნატორად. 1569-1573 წლებში დაინიშნა იემენის ბეილერბეიდ. 1573 წლიდან დიარბაქირის ბეილერბეიდ.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის ომში. 1584 წლის 2 ივლისს ოსმან-ფაშა დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად, თურქეთის არმიაში იგი ინარჩუნებს წოდებას „სერდარი“ (მეთაური). 1585 წლის ზაფხულში დიდი ვეზირი ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა ჩაუდგა სათავეში თურქულ არმიას ირანის გასანადგურებლად. თურქული ჯარები შეიჭრნენ დასავლეთ ირანში. სამდღიანი ომის შემდეგ დაიკავეს ქალაქი თავრიზი, სეფიანების დედაქალაქი. თურქ-ოსამანებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოუწყეს მოწინააღმდეგეს და ამ შეტაკებას შეეწირა 15-20 000 ადამიანი.

1585 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის დიდი ვეზირი ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით ის დაიკრძლა ქალაქ დიარბაქირში სადაც დღესაც არის მისი მავზოლეუმი. ოსმან ფაშს ცოლად ჰყავდა ყუმიხების პინცესა, მათ შვილები არ ჰყავდათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Buz,Ayhan (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap ISBN978-975-254-278-5
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.343-345
  • Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN 9789758845000