მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა
მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა — საქართველოში, დაახლოებით 842 წელს, არაბთა სახალიფოსაგან განმდგარი თბილისის ამირა საჰაკის დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობა ხალიფა ალ-ვასიკის (842—847) დროს.
ქართველი მთავრები ცდილობდნენ გამოეყენებინათ არაბთა ურთიერთბრძოლა. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ბაგრატ აშოტის ძე მუჰამად იბნ ხალიდის მიემხრო; სანაცვლოდ არაბთა სარდალმა მას ქართლი უბოძა. ქართველ-არაბთა შეერთებულმა ლაშქარმა მალე უფლისციხე დაიკავა. ამირა საჰაკი სოფ. რეხასთან შეხვდა მათ. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და მუჰამადი ბარდავს წავიდა.
მუჰამად იბნ ხალიდის ამ ლაშქრობას, როგორც ჩანს, შედეგი არ მოჰყოლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., თბ., 1965;
- ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 234.