მუხურიშხა

მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მუხურიშხა, მუხურშამთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2207 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. მუხურიშხაზე სათავე აქვს მდინარე ჩედიმს (დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი). თხემი შემოსილია სუბალპური მდელოებით, კალთები — შერეული ფოთლოვანი ტყით.

მუხურიშხა
კოორდინატები: 43°18′51″ ჩ. გ. 40°57′54″ ა. გ. / 43.31417° ჩ. გ. 40.96500° ა. გ. / 43.31417; 40.96500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2207 
ქედი ბზიფის ქედი
ამგებელი ქანები ტუფი და ტუფ-ბრექჩია
მუხურიშხა — საქართველო
მუხურიშხა
მუხურიშხა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუხურიშხა

ლიტერატურა

რედაქტირება