მუხურისის ბრძოლა — ბრძოლა ბიზანტიელ-ეგრისელებსა და ირანელებს შორის ეგრისის დიდი ომის დროს. გაიმართა 550 წელს. 550 წლის ზაფხულში ეგრისს შემოესია ირანის მრავალრიცხოვანი ჯარი ხურიანეს სარდლობით. მტერმა ბანაკი მუხურისის ხეობაში, მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე გაშალა. ეგრისელებს მეთაურობდა გუბაზ II, ბიზანტიელებს — დაგისთე. მოკავშირეთა ბანაკში გაიმართა სამხედრო თათბირი, რომელზედაც ეგრისელთა რჩევით გადაწყდა მტერზე იერიშია მიტანა. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მტრის სრული განადგურებით დამთავრდა.

ლიტერატურა

რედაქტირება