დაგისთებიზანტიელი სარდალი (VI საუკუნე). 549 წელს იუსტინიანე I-მა დაგისთე 7 000 ბიზანტიელ და 1 000 ჭან მეომართან ერთად გაგზავნა ეგრისში (ლაზიკაში) ლაზების დასახმარებლად და ირანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაგისთემ ალყა შემოარტყა ეგრისის ციხე-ქალაქ პეტრას (ციხისძირი), მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი პირობები პეტრას ასაღებად. როგორც კი იქ ირანელთა სარდლის მერმეროეს ჯარი გამოჩნდა, ალყა მოხსნა და იქაურობას გაეცალა. შემდეგ ეგრისის მეფე გუბაზ II-თან ერთად გაილაშქრა მერმეროეს ჯარის წინააღმდეგ და გაიმარჯვა. ეგრისელებმა პეტრას ალყის მოხსნის გამო დაგისთეს ღალატსა და დაუდევრობაში დასდეს ბრალი და კეისართან დაასმინეს. 550 წელს იუსტინიანემ დაგისთე ციხეში ჩასვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება