ქაიხოსრო მუხრანბატონი
(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, ქაიხოსრო)
ქაიხოსრო ვახტანგის ძე მუხრანბატონი (გ. 1629) — მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1625-1626. ქართლის გამგებელი 1626, გიორგი სააკაძის მომხრე და თანამებრძოლი. ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში, სადაც თავი მოჰკვეთეს სააკაძესთან ერთად.
ოჯახი
რედაქტირებაქაიხოსრო მუხრანბატონი დაქორწინებული იყო მამია II დადიანის ქალიშვილზე თინათინ დადიანზე. მათ ამ ქორწინებიდან ეყოლათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი:
- აშოთან II მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1697)
- ბაგრატ მუხრანბატონი, დაქორწინდა ქეთევან ამილახვარზე. ჰყავდა ორი ვაჟი სიმონი და ნიკოლოზი
- დომენტი III (გარდაიცვალა 1676)
- დედისიმედი (გარდაიცვალა 1671), დაქორწინებული იყო პაპუნა ციციშვილზე
- ელენე (გარდაიცვალა 1675 წლის შემდეგ), დაქორწინებული იყო ნუგზარ არაგვის ერისთავის ვაჟზე, გიორგიზე, რომელიც გარდაიცვალა 1647 წლის შემდეგ
- თინათინი, დაქორწინდა ელიზბარ დავითიშვილზე
ლიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ჯამბურია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.
წინამორბედი: თეიმურაზ I მუხრანბატონი |
მუხრანბატონი 1625–1626 |
შემდეგი: დავითი |