მუცელგაყოფილი[1] (ლათ. Schizothorax) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული ლილვაკისებრია, სიგრძით ჩვეულებრივ 50–80 სმ, მასა 8 კგ-მდე. შეფერილობა სხვადასხვაა; ჭარბობს მორუხო-ყვითელი და ზეთისხილისფერ-მწვანე ტონები. მუცელგაყოფილთა უმრავლესობას ზურგის ფარფლის ბოლო დაუტოტაცი სხივი სუსტი ეკლის სახისაა და ოდნავ შესამჩნევი კბილაკები აქვს. ქერცლი წვრილია; დიდი ქერცლების რიგი (ნაპობი) გარს არტყავს კუდქვეშა ფარფლს და ანალურ ხვრელს. ხახის კბილები სამრიგოვანია. აქვთ ულვაშების ორი წყვილი. გვერდითი ხაზი სრულია. ყველაზე მეტად ცნობილია ჩვეულებრივი მუცელგაყოფილი (S. intermedius, ზოგიერთი წყაროთი S. curvifrons-ის სინონიმია[2]), შლამის მუცელგაყოფილი (S. pseudaksaiensis) და ბალხაშის მუცელგაყოფილი (S. argentatus). გავრცელებული არიან აზიის მტკნარ წყალსატევებში. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. სახეობების უმრავლესობა ყოვლისმჭამელია. მუცლის აპკი და ქვირითი დამარილებული სახით მომწამვლელია. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია.[3]

მუცელგაყოფილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  მუცელგაყოფილი
ლათინური სახელი
Schizothorax (Heckel, 1838)

სახეობები

რედაქტირება
 
Schizothorax intermedius ან Schizothorax curvifrons
 
Schizothorax plagiostomus
 
Schizothorax waltoni
 
Schizothorax eurystomus

გვარში შედის შემდეგი სახეობები სახეობები:[4][5][6][7]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 189, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Schizothorax intermedius McClelland, 1842 en. GBIF. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2023
  3. Решетников Ю. С. Маринки // Большая российская энциклопедия. т. 19. — М., 2012. — стр. 131.
  4. Species of Schizothorax. FishBase. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2023
  5. Arunkumar, L.; Alphonsa Moyon, W. (2016). „Schizothorax chivae, a new schizothoracid fish from Chindwin basin, Manipur, India (Teleostei: Cyprinidae)“. International Journal of Fauna and Biological Studies. 3 (2): 65–70.
  6. Yang, J.; Zheng, L.-P.; Chen, X.-Y.; Yang, J.-X. (2013). „Description of two new species and revision of Schizothorax distributed in the Irrawaddy drainage area in China“. Zoological Researc. 34 (4): 361–367.
  7. Javed, M.N.; Azizullah; Pervaiz, K. (2012). „Racoma ramzani, A New Snow Carp (Teleostei: Cyprinidae: Schizothoracinae) From Pakistan“ (PDF). Biologia (Pakistan). 58 (1–2): 175–178.