მუსტაფა ალი (დ. 1541 – გ. 1600) – თურქი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური ნაშრომების ავტორი. თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი. წერდა თურქულ და სპარსულ ენებზე. მისი ძირითადი თხზულება – მოვლენათ არსი – მოიცავს არაბული ქვეყნებისა და თურქული მოდგმის ხალხთა ისტორიის მნიშვნელოვან ცნობებს. ბოლო თავში გადმოცემულია ოსმალეთის სახელმწიფოს მთელი ისტორია. „მოთხრობებში ხელოვანთ შესახებ“ მუსტაფა ალი გვამცნობს XVI საუკუნის ოსმალური კულლტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ბიოგრაფიებს. „გამარჯვების წიგნში" („ნუსრეთნამე“) აღწერილია ოსმალთა 1578 წლის ლაშქრობა ამიერკავკასიაში: სამცხე-საათაბაგოში, ქართლსა და შირვანში. მუსტაფა ალი პირადად მონაწილეობდა ლაშქრობაში, როგორც მთავარსარდალ მუსტაფა-ლალა ფაშის მდივანი, წერდა ლაშქრობის დღიურს. თხზულებაში ჩართულია ოსმალეთის ხელისუფლებასთან ქართველ მეფე-მთავართა დიპლომატიური მიმოწერის საყურადღებო მასალები.

ლიტერატურა

რედაქტირება