მუსა ევლოევი (რუს. Муса Гиланиевич Евлоев — „mʊˈsa ɪ̯ɪˈvɫo(ɪ̯)ɪf“; დ. 31 მარტი, 1993, ინგუშეთი) — რუსი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. არის რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ტოკიოში, იაპონიაში გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში მოიგო ოქროს მედალი. ფინალში დაამარცხა სომეხი მოჭიდავე არტურ ალექსანიანი.[1][2] ის აგრეთვე არის მსოფლიოს ორგზის და რუსეთის ორგზის ჩემპიონი, 2016 და 2017 წლებში. 2017 წელს წააგო პარიზში, საფრანგეთში გამართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სომეხ არტურ ალექსიანთან. ამავე წელს მოიგო თეირანში, ირანში გამართული ჭიდაობის მსოფლიო თასი.[3]

მუსა ევლოევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Муса Гиланиевич Евлоев
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1993(1993-03-31) (31 წლის)
დაბ. ადგილი Nesterovskaya
სიმაღლე 180
წონა 96
ქვეყანა რუსეთი
ჯილდოები მეგობრობის ორდენი

2018 წელს 97 კგ წონით კატეგორიაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). ფინალში ანგარიშით 7-2 დაამარცხა კირილ მილოვი. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან სომეხი მოჭიდავე არტურ ალექსანიანი დაამარცხა.

2020 წელს ევლოევმა მოიგო ოქროს მედალი 2020 წლის ინდივიდუალურ ჭიდაობის მსოფლიო თასზე რომელიც ბელგრადში, სერბეთში გაიმართა.[4] 2021 წელს ევლოევმა რომში, იტალიაში მოიგო ოქროს მედალი მატეო პელიკონეს სარეიტინგო სერიები 97 კგ წონით კატეგორიაში.[5] 2021 წელს მოიგო ვარშავაში, პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ფინალში დაამარცხა უნგრელი მოჭიდავე ბალაჟ კიში. არის მოჭიდავეთა კლუბ „სპარტას“ წევრი. 2019 წელს მოიგო მსოფლიო სამხედრო თამაშები, რომელიც ვუჰანში, ჩინეთში გაიმართა. არის ივანე პოდუბნის გრან-პრის ორგზის გამარჯვებული. ტურნირის მოგება მან 2014 და 2018 წლებში მოახერხა. აგრეთვე არის გრან-პრის 3-გზის ვერცხლის მედლის პრიზიორი (2013, 2016, 2017). 2013 წელს რუსეთის ნაკრებთან ერთად მოიპოვა გუნდური ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. რუსეთის ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ორი გუნდური ევროპის ჩემპიონატი, 2014 და 2015 წლებში. მუსა ევლოევის მწვრთნელები არიან დავიდ კადიროვი, ვ. ვ. ხრომოვი და მ. ბ. ილეზოვი. 2013 წელს ევლოევმა მოიგო ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის. 2018 წელს მოიგო ტურნირი „საქართველოს გრან პრი“. არის იუნიორთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2013).

აქვს ლეიტენანტის სამხედრო წოდება (2021 წ.).

ჯილდოები

რედაქტირება
  • მეგობრობის ორდენი (11 აგვისტო 2021) - შიდა სპორტის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, მაღალი სპორტული მიღწევები, გამარჯვება, გამძლეობა და ერთგულება. XXXII ოლიმპიური თამაშები ქალაქ ტოკიოში (იაპონია) [6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wrestling Results Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 8 August 2021
  2. Palmer, Dan (3 August 2021). „Trio of world champions add Olympic gold on second night of wrestling finals at Tokyo 2020“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 3 August 2021.
  3. Evloev, Musa (RUS)
  4. 2020 Individual Wrestling World Cup Results Book. ციტირების თარიღი: 18 December 2020
  5. Matteo Pellicone Ranking Series 2021. ციტირების თარიღი: 21 March 2021
  6. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება 2021 წლის 11 აგვისტოს ფედერაცია No463 "რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვების შესახებ"