მურტალასებრნი
მურტალასებრნი (ლათ. Podicipedidae) — ფრინველთა ოჯახი მურტალასნაირთა რიგისა. მოიცავს 6 გვარის 23 სახეობას, რომელთაგან 4 ამომწყდარია. წყალმცურავი, იხვის მსგავსი ფრინველები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 23-74 სმ, ხოლო წონა 120-1500 გ. სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებთ, მაგრამ მამრები შედარებით ღია ფერისანი არიან და მცირედ აღემატებიან მდედრებს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და სუბპოლარულ რეგიონებში. ზოგიერთი სახეობის მურტალას არეალი შემოიფარგლება მხოლოდ კუნძულით, როგორიცაა მადაგასკარი და ახალი ზელანდია. ზამთრის პერიოდში ჯგუფებად ცხოვრობენ, ბუდობისას — კოლონიებად ან წყვილებად. დებენ 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 20-30 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან უმთავრესად თევზით.
მურტალასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მცირე მურტალა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Podicipedidae (Bonaparte, 1831) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Вода и огонь Атитлана / А. Г. Сулейманян // Латинская Америка. — 2005. — № 8
- Акимушкин И. Мир животных: птицы, рыбы, земноводные и пресмыкающиеся — М.: Мысль 1995
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისახეობებს აქვს ინფორმაცია თემაზე