მთავარი მენიუს გახსნა

მურთაზ შელია (დ. 25 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 29 მატჩი. 2013-14 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ შელია ცხინვალის „სპარტაკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშა.

მურთაზ შელია
მურთაზ შელია.jpg
მურთაზ შელია „მანჩესტერ სიტიში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მურთაზ შელია
დაბადების
თარიღი
25 მარტი, 1969 (1969-03-25) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპარტაკი ცხინვალი (პრეზიდენტი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1990 ამირანი ოჩამჩირე 28 (3)
1991–1994 დინამო თბილისი 74 (2)
1994 ზაარბრიუკენი 18 (1)
1995 დინამო თბილისი 15 (3)
1995–1997 სპარტაკ-ალანია ვლადიკავკაზი 62 (9)
1997–2000 მანჩესტერ სიტი 15 (2)
2000 დინამო თბილისი 3 (1)
2000–2001 ლოკომოტივი თბილისი 7 (2)
ეროვნული ნაკრები
1994–1998 საქართველო 29 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერარედაქტირება

თბილისის „დინამოსთან“ ერთად შელიამ მოიგო საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ ხუთი სეზონი 1991 დან 1995 წლამდე[1]. 1995 წელს მურთაზი შეუერთდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის „სპარტაკი–ალანიას“, იგი დაეხმარა კლუბს გამხდარიყო რუსეთის ჩემპიონი პირველივე სეზონში[2].

2 წლის შემდეგ შელია შეუერთდა ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“, სადაც მის ყოფილ თანაგუნდელს თბილისის „დინამოში“, გიორგი ქინქლაძეს თავი დამკვიდრებული ჰქონდა[3]. მან მისი დებიური აღნიშნა გოლით „ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა ის მატჩი მისმა გუნდმა 2–1 დათმო. ექვსი კვირის შემდეგ ის შეუერთდა დაცვას სხვა ქართველთან, კახაბერ ცხადაძესთან ერთად, მაგრამ იმ სეზონში ხშირი ტრავმების გამო შეიზღუდა მისი თამაში და მან გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ. სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ დაქვეითდა პირველად მის ისტორიაში. შემდეგ სეზონში შელიამ ჩაატარა მხოლოდ სამი მატჩი, მისი ბოლო მატჩი ჩაატარა 1998 წლის ოქტომბერში „რედინგის“ წინააღმდეგ, კარიერისთვის საბედისწერო ტრავმით. 2000 წელს გაათავისუფლეს კონტრაქტისგან და შესვენების შემდეგ თამაში განაგრძო თბილისის „ლოკომოვში“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.

ტიტულებირედაქტირება

გუნდურირედაქტირება

პირადირედაქტირება

  • რუსეთის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია 2–ჯერ: 1995, 1996

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველო - ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები (ინგლისური). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 2009-04-02.
  2. ქართული ფეხბურთი სისუსტეები (ინგლისური). When Saturday Comes. წაკითხვის თარიღი: 2009-04-02.
  3. ბაქლი, ენდი; ბარგესი, რიჩარდ (2000). Blue Moon Rising: The Fall and Rise of Manchester City. Bury: Milo. ISBN 0-9530847-4-4.  გვ.101, 149