მსხვილი თეთრი ღორი

მსხვილი თეთრი ღორი — მსხვილი მალმწიფადი ღორის ჯიში უნივერსალური პროდუქტიულობისა. გამოყვანილია XIX საუკუნის ინგლისში ადგილობრივი გვიანმწიფადი ღორების მალმწიფად ჩინურ, ნეაპოლურ და პორტუგალიურ ღორებთან რთული შეჯვარების შედეგად. ყოფილ სსრკ-ში მსხვილი თეთრი ღორის ჯიში შეიქმნა ხანგრძლივი სანაშენე მუშაობის შედეგად და არსებითად ახალი სამამულო ჯიშად ითვლება, რომელიც სამნაირი ტიპისაა: სახორცე, სახორცე-საქონე (უმეტესობა) და საქონე. ზრდასრული კერატი იწონის 300-350 კგ, ნეზვი 200-250კგ, ნაყოფიერება — 10-12 გოჭი ყოველ დაყრაზე; ინტენსიური სექების 6 თვის მოზარდეული 100 კგ იწონის.

მსხვილი თეთრი ღორი

მსხვილი თეთრი ღორი საქართველოში პირველად XIX საუკუნის II ნახევარში შემოიყვანეს (ზესტაფონი, ბორჯომი, სურამი). მოგვიანებით დაიწყო მისი გეგმიანი გავრცელება და ჯიშიანი ღორის სულადობის 86%-ს შეადგენდა. საქართველოში ამ ჯიშს აშენებდნენ 2 საშენე საბჭოთა მეურნეობაში და 28 საკოლმეურნეო სანაშენე ფერმაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2 სახელმწიფო ჯიშთსაშენი.

ლიტერატურა

რედაქტირება