მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე

მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე (აზერ. Dünya azərbaycanlılarının həmrəyliyi günü) აღინიშნება 31 დეკემბერს[1].

მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე
აზერ. Dünya azərbaycanlılarının həmrəyliyi günü
დაწესდა 1991
აღნიშნავენ აზერბაიჯანელები
პერიოდი ყოველ წელს
თარიღი 31 დეკემბერი

პირველად მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე 1991 წლის 16 დეკემბერს გამოცხადდა ჰეიდარ ალიევის მიერ, რომელიც იმ დროისთვის იკავებდა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარის თანამდებობას. ამის შემდეგ გახდა აზერბაიჯანელი ერის ეროვნული დღესასწაული[1].

1989 წლის 31 დეკემბერს ნახიჩევანის ასსრ-ს ტერიტორიაზე ხალხმა დაანგრია საბჭოეთისა და ირანის საზღვარი. ათასობით აზერბაიჯანელმა გადაკვეთა მდინარე არაქსი[2]. ამავე დღეს სტამბოლში გაიხსნა ისტორიაში პირველი მსოფლიო აზერბაიჯანლთა კონგრესი. ეს ორი ღონისძიება გახდა საფუძველი იმისა, რომ გამოეცხადებინათ მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე, რომელიც დაფუძნდა 31 დეკემბრს.

აზერბაიჯანელების რიცხვი მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონითაა შეფასებული[3][4], რომელთა უმრავლესობაც ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარეთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, თურქეთი, რუსეთი, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, უკრაინა, დსთ-ს ქვეყნებსა და სკანდინავიურ ქვეყნებში. უმსხვილესი აზერბაიჯანული ირედენტა ცხოვრობს ირანში[5].

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო აზერბაიჯანელთა ეროვნული სოლიდარობის დღის მთავარი იდეა არის აზერბაიჯანელთა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ერთობა და სოლიდარობა, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული და სულიერი ფასეულობების პატივისცემა, ასევე მათი აზრებისა და იდეების, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანელ ხალხთან და სულიერი კავშირი მათ ისტორიულ სამშობლოსთან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება