მსოფლიოს VI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი 2005 ბეერ-შევა, ისრაელი.

ბეერ-შევაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2000 წლის ვაჟთა საჭდრაკო ოლიმპიადის პირველი სამი პრიზიორი (უკრაინა, რუსეთი, სომხეთი) და ქალთა ოლიმპიადის გამარჯვებული - ჩინეთის ნაკრები. აზიის და პანამერიკის 2003 წლის ჩემპიონები - ჩინეთის და კუბის გუნდი. ევროპის 2003 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი - საქართველოს ნაკრები (პირველი ორი პრიზიორი, რუსეთის და ისრაელის გუნდები ისედაც მონაწილეობდნენ ტურნირში), მასპინძელი ისრაელის გუნდი და სპეციალურად მოწვეული აშშ-ს ნაკრები.

ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მხოლოდ ორი გუნდი, რუსეთის და ჩინეთის ნაკრებები მონაწილეობდნენ. რუსები მატჩს მატჩზე იგებდნენ, მაგრამ ჩინელები ამას უფრო დიდი ანგარიშით ახერხებდნენ და ლიდერობდნენ კიდეც. მერვე ტურის წინ ჩინელებს 19,5 ქულა ჰქონდათ, რუსებს - 15,5. კიდევ უფრო უკან იყვნენ სომხები და უკრაინელები. სენსაცია ახლოს იყო, მაგრამ ჩინელებმა ვეღრ გაუძლეს. მერვე ტურში ისინი მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ სომხებთან. რუსებმა სამი ქულა აართვეს ჩინელ ქალებს და სხვაობა ორნახევარქულამდე შეამცირეს. ბოლო ტურში კი მათავარი მეტოქეები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჩინელებს ჩემპიონობისათვის ერთი ქულა სჭირდებოდათ. თამაშის დაწყებიდან ოთხი საათის თავზე სიანგჟი ბუ ყაიმზე შეუთნხმდა სვიდლერს. საჭირო იყო კიდევ ერთი ყაიმი, მაგრამ მოროზოვიჩმა, გრიშუკმა და ბარეევმა სამი ქულა და ჩემპიონობა მოუტანეს თავის გუნდს.

თავის შესაძებლობებზე სუსტად გამოვიდა საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც იცავდნენ: ზურაბ აზმაიფარაშვილი (+1=3-1), ბაადურ ჯობავა (+1=3-3), გია გიორგაძე (+0=3-0), ლევან ფანცულაია (+1=3-2), მიხეილ მჭედლიშვილი (+2=3-2) და მერაბ გაგუნაშვილი (+0=2-2).

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება
გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9
1 რუსეთი   3,5 2,5 2,5 2,5 2,5 2,5 3 3 22
2 ჩინეთი 0,5   1,5 2,5 3,5 2,5 3,5 3,5 4 21,5
3 სომხეთი 1,5 2,5   2,5 2 2 3 2 3 18,5
4 უკრაინა 1,5 1,5 1,5   2,5 2,5 2,5 2 3,5 17,5
5 აშშ 1,5 0,5 2 1,5   2,5 2,5 2 4 16,5
6 ისრაელი 1,5 1,5 2 1,5 1,5   1,5 2,5 2,5 14,5
7 საქართველო 1,5 0,5 1 1,5 1,5 2,5   3 2 13,5
8 კუბა 1 0,5 2 2 2 1.5 1   3 13
9 ჩინეთი (ქალები) 1 0 1 0,5 0 1,5 2 1   7

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

  რუსეთი

პიოტრ სვიდლერი 5 (+3=4-0), ალექსეი დრეევი 1 (+0=2-1), ალექსანდრე გრიშუკი 4,5 (+3=3-1), ალექსანდრე მოროზევიჩი 5,5 (+4=3-0), ევგენი ბარეევი 5,5 (+5=1-0), სერგეი რუბლევსკი 0,5 (+0=1-1).

  ჩინეთი

სიანგჟი ბუ 5 (+3=4-1), ფენსიანგ ჭანი 3,5 (+2=3-1), ჰუა ნი 5 (+4=2-2), შონ ჭანი 5 (+4=2-1), იანჩო ჭოუ 2 (+2=0-0), ჩან ლიანი 1 (+1=0-0).

  სომხეთი

ლევონ არონიანი 5 (+2=6-0), ვლადიმერ აკოფიანი 4 (+1=6-0), კარენ ასრიანი 4,5 (+2=5-0), რაფაელ ვაჰანიანი 0,5(+0=1-1), სმბატ ლპუტიანი 2 (+1=2-0), აშოტ ანასტასიანი 2,5 (+1=31-).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
პიოტრ სვიდლერი   რუსეთი 5 7 71,4
სიანგჟი ბუ   ჩინეთი 5 8 62,5
ლევონ არონიანი   სომხეთი 5 8 62,5
მეორე დაფა ქვეყანა %
რუსლან პონომარიოვი   უკრაინა 3,5 5 70,0
ილია სმირინი   ისრაელი 3,5 5 70,0
ფენსიანგ ჭანი   ჩინეთი 3,5 6 58,3
მესამე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე გრიშჩუკი   რუსეთი 4,5 7 64,3
კარენ ასრიანი   სომხეთი 4,5 7 64,3
ჰუა ნი   ჩინეთი 5 8 62,5
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე მოროზევიჩი   რუსეთი 5,5 7 78,6
შონ ჭანი   ჩინეთი 5 7 71,4
ბორის ავრუკი   ისრაელი 3 6 50,0
ხესუს ნოგეირასი   კუბა 3 6 50,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ევგენი ბარეევი   რუსეთი 5,5 6 91,7
ილდარ იბრაგიმოვი   აშშ 4,5 6 75,0
ვალტერ არენსიბია   კუბა 3 5 60,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სერგეი კარიაკინი   უკრაინა 4,5 7 64,3
აშოტ ანასტასიანი   სომხეთი 2,5 5 50,0
სერგეი ფრენბურგი   ისრაელი 1 4 25,0
მერაბ გაგუნაშვილი   საქართველო 1 4 25,0