მრავალფოთოლა დროზერა

მრავალფოთოლა დროზერა (ლათ. Drosera rotundifolia) — მწერიჭამია, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღერო – 1-3, სწორი, 5-25 სმ სიმაღლის. ფოთლები გართხმულია, მომრგვალო ფორმისაა ან სიგანეზე მომრგვალო-ოვალური, 4-10 მმ სიგრძისა და 4-18 მმ სიგანის. ყვავილები პატარა ზომისაა, თეთრი ფერის, შეკრებილია 1-15-ყვავილიან ვიწრო მტევნებად. გვირგვინის ფურცლები მოგრძო კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტორფიან ჭაობებში. გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილო ამერიკას.

მრავალფოთოლა დროზერა
მრავალფოთოლა დროზერა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  დროზერასებრნი
გვარი:  დროზერა
სახეობა:  მრავალფოთოლა დროზერა
ლათინური სახელი
Drosera rotundifolia
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 168798

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება