მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (კულიშკი)

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში.

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (კულიშკი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (კულიშკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′10″ ჩ. გ. 37°38′24″ ა. გ. / 55.75278° ჩ. გ. 37.64000° ა. გ. / 55.75278; 37.64000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710782000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1801-1804

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე. ეგვტერები კი იოანე ღვთისმეტყველისა და დიმიტრი თესალონიკელის სახელზე.

ეკლესია 1996 წლიდან არის ალანიის მეტოქი. წირვა-ლოცვა აღევლინება ძველსლავურ და ოსურ ენებზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართია: მოსკოვი, სოლიანკის ქუჩა, 5/2.

ღვთისმშობლის შობის ეკლესია მდებარეობს მოსკოვის ისტორიულ ნაწილში, რომელსაც ეწოდება კულიშკი. იგი მდებარეობდა მდინარეების მოსკოვისა და იაუზის შეერთების ადგილზე. ამჟამად ეს არის სოლიანკის რაიონი მიმდებარე შესახვევებით იაუზის ბულვარამდე.

ეკლესია მდებარეობს პოდკოლოკოლნის შესახვევისა და სოლიანკის ქუჩის კვეთაზე. პოდკოლოკოლნის შესახვევმა სახელი მიიღო სამრეკლოსაგან, საიდანაც იწყება იგი და გრძელდება ხიტროვსკის მოედნამდე.

1547 წელს ამ ადგილზე მოიხსენიება ხის ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელზე, რომელიც ორი გზის კვეთაზე მდებარეობს. XIX საუკუნის ისტორიკოსი ალექსი მალინოვსკი თავის ნაშრომში „მოსკოვის მიმოხილვა“ პირველი, ხის ეკლესიის მშენებლობას უკავშირებს რუსი გმირების ხსოვნას, რომელიც ეძღვნება 1380 წლის 8 სექტემბერს გამართული კულიკოვს ბრძოლის პერიპეტიებს. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა 1992 წელს და ეს უმნიშვნელვანესი ინფორმაცია შეუმჩნეველი იყო თითქმის 170 წელი.

1600 წელს ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს აგურის ნაგებობა.

ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ამჟამინდელი შენობა აგებულია ძველი ეკლესიის ადგილზე 1803-1804 წლებში გვიანი კლასიციზმის სტილში არქიტექტორ დ. ბალაშოვის პროექტის მიხედვით (სხვა ვერსიის მიხედვით ვასილი ბაჟენოვის ძმა დიმიტრის მიერაა აგებული).

ეკლესია ძლიერ დაზიანვა 1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს. ცეცხლმა გაანადგურა როტონდა, გაიტაცეს მოვერცხლილი ხატები, კანველები, ოდიკი და სხვა.

1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. გუმბათი მოხსნეს, მაგრამ არ დაუნგრევიათ. ამ პერიოდში ეკლესიაში განთავსებული იყო: მოქანდაკის სახელოსნო, „ლესპროექტი“, რენტგენო-რადიოლოგიის ინსტიტუტი, სამედიცინო განყოფილება, სილამაზის სალონი.

1991 წელს შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, აღსდგა ღვთისმსახურება.

1996 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის ლოცვა-კურთხევით ღვთისმშობლის შობის ტაძარი გადაეცა ოსების მოსკოვურ დიასპორას და ცნობილი გახდა როგორც ალანების მეტოქი.

2007 წელს ტაძრის წინამძღვარი გახდა იღუმენი გიორგი (ბესტაევი).

2009 წელს სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში აღადგინეს სამრეკლოს სახურავი და დაადგეს ჯვარი.

2010 წელს ეკლესიის წინ დადგენს ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებული ბესლანის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ძეგლი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Малиновский А. Ф. Обозрение Москвы / Сост. С. Р. Долгова. — М., Московский рабочий, 1992. — 256 с. (КЛИО).
  • Скопин В. В. Церковь Рождества Пресвятой Богородицы на Стрелке // Церковная археология Москвы. Храмы и приходы Ивановской горки и Кулишек / Под общ. ред. доктора искусствоведения А. Л. Баталова. — М., 2006. — С. 156—180. — ISBN 5-91150-014-0.
  • Журавель А. В. «АКИ МОЛНИА В ДЕНЬ ДОЖДЯ». В 2-х книгах. — М.: «Русская панорама», «Русское историческое общество», 2010. — 2000 экз. — ISBN 978-5-93165-177-4 (общ.);

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება