მოსკოვის სამების ტაძარი (ტროიცე-გოლენიშჩევო)

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის რამენკის რაიონში.

მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (ტროიცე-გოლენიშჩევო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (ტროიცე-გოლენიშჩევო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′19″ ჩ. გ. 37°31′18″ ა. გ. / 55.72194° ჩ. გ. 37.52167° ა. გ. / 55.72194; 37.52167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710448000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ანტიპ კონსტანტინოვი
თარიღდება XVII საუკუნე

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

სოფელი გოლენიშჩევო, პირველად მოიხსენიება 1406 წელს. იგი იყო კიევის მიტროპოლიტის კიპრიანეს ქალაქგარე საზაფხულო რეზიდენცია. 1474 წელს მიტროპოლიტმა გერონტიმ ააგო იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. XVII საუკუნეში უკვე არსებობდა ხის სამების ეკლესია წმინდა ლეონტის ეგვტერით. 1644-1645 წლებში ლარიონ უშაკოვმა ნიჟნი-ნოვგორედელი ხუროთმოძღვარის ანტიპ კონსტანტინოვის პროექტის მიხედვით მის ადგილზე ააშენეს ქვის ტაძარი. სამრეკლო და სატრაპეზო ააშენეს 1660 წელს. 1860 წელს სამრეკლო გადააკეთეს, ხოლო წმინდა აღაპის ეგვტერი გააგრძელეს ახალი სატრაპეზოს შენობით.

1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს სოფელი დაიპყრო ნაპოლეონის ჯარებმა, ტაძარში კი განათავსეს საჯინიბო. მოსკოვის დიდმა ხანძარმა გაანადგურა ხის კანკელი, მაგრამ რამდენიმე ხატი გადარჩა, რადგან მიმდინარე მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე გატანილი ჰქონდათ განახლებისათვის. 1898-1902 წლებში ტაძარი რამდენჯერმე განაახლეს. 1970-იან წლებში ეკლესია გაარემონტეს. 1990 წელს დაიწყო ეკლესიის გადაცემის ცერემონიალი. მომდევნო წლის 8 იანვარს შედგა პირველი ლოცვა. ღვთისმსახურება კი აღსდგა 1992 წელს.

ამჟამად ყოველ შაბათსა და კვირას ეკლესიაში იმართება ლიტურგია, მოქმედებს საკვირაო სკოლა, სამრევლო ბიბლიოთეკა.

არქიტექტურა

რედაქტირება

სამების ეკლესია არის კარვისებური გუმბათის მქონე ნაგებობა. მსგავსი ტაძრების მშენებლობა დაიწყო XVI საუკუნეში და აკრძალეს პატრიარქ ნიკონის რეფორმების დროს 1653 წელს. მთავარი ტაძრის კარვისებური გუმბათი რვაკუთხაა. ეგვტერებს გააჩნია ცალკე აფსიდები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება