მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (საბუროვო)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის მოსკვორეჩიე-საბუროვოს რაიონში.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (საბუროვო) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (საბუროვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°38′23″ ჩ. გ. 37°42′00″ ა. გ. / 55.63972° ჩ. გ. 37.70000° ა. გ. / 55.63972; 37.70000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710294000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1865

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები ელია წინასწარმეტყველისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ეკლესიის ისტორია დაკავშირებულია საბუროვების გვარის ისტორიასთან.

1571 წელს ივანე მრისხანეს შვილმა ცოლად მიიყვანა ევდოკია საბუროვა, მისმა მამამ მიიღო მიწის ნედელი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, ასე დაარსდა სოფელი საბუროვო. პეტრე I დიდის პერიოდში სოფელი ეკუთვნოდა იმპერატორის მრჩეველს, თავად დიმიტრი კანტემირს, აქ იყო მისი მამული.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც სწორედ საბურვოში ააგეს 1595 წელს (სხვა მონაცემებით 1592 წ.). თავდაპირველად ეკლესია იყო ხის. 1675-1677 წლების ჩანაწერთა წიგნში ვკუთხულობთ, რომ „სოფელი საბუროვო მდებარეობს მდინარე მოსკოვზე, სადაც არის ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელზე, ეკლესიას აქვს ეგვტერი ელია წინასწარმეტყველის სახელზე. ეკლესია ხისაა, მოძველებული, აქვს ორი შესასვლელი. სამრეკლოზე სამი ზარი კიდია“.

მიიჩნევენ, რომ 1693-1695 წლებში აგეს ქვის ეკლესია, ყოველ შემთხვევაში 1710 წლისთვის ქვის ეკლესია უკვე არსებობს.

1812 წელს ეკლესია გაძარცვეს ფრანგებმა, გადარჩა მხოლოდ კანკელი ხატებით და ხის ხატი ელია წინასწარმეტყველის გამოსახულებით.

1861 წელს ტაძრის შენობა დაშალეს და 1865 წლამდე მოსკოველი ვაჭრების ტარასოვების ფინანსებით კვლავ ააშენეს, გააფართოეს სატრაპეზო, მიაშენეს ორი საკურთხეველი: ელია წინასწარმეტყველისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ასევე ააგეს ახალი სამრეკლო. ეკლესია ააგეს აგურისაგან, ფუნდამენტი, ცოკოლი და კარნიზები თეთრი ქვისაგან დაამზადეს. სამრეკლო სამიარუსიანი იყო და ეკიდა ექვსი სპილენძის ზარი. სახურავი თუნუქის ფირფიტებით გადახურეს, რომელიც შეღებეს მწვანე ფერში. ინტერიერი შელესეს და მოხატეს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მთელი საეკლესიო ქონება ჩამოართვა ტაძარს და 1940 წელს კიდეც დახურეს. დიდი სამამულო ომის შემდეგ ეკლესიის შიგნით განათავსეს გარაჟი, 1960-იან წლებში კი - მექანიკური სახელოსნო.

1991 წლიდან მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება. 1994 წელს აღადგინეს ელია წინასწარმეტყველის ეგვტერი, 1998 წლიდან კი აღადგინეს სამრეკლო. ყოველწლიურად ტაძრის დღესასწაულზე (ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე) იმართება სამრეკლოს ზარების ფესტივალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება