მოსე ურიცკი
მოსე ურიცკი (დ. 2 იანვარი, 1873, ჩერკასი ― გ. 30 აგვისტო, 1918, პეტროგრადი) — რუსი რევოლუციონერი.
მოსე ურიცკი | |
---|---|
რუს. Моисей Урицкий | |
დაბადების თარიღი | 2 (14) იანვარი, 1873 ან 14 იანვარი, 1873[1] |
დაბადების ადგილი | ჩერკასი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 აგვისტო, 1918[1] (45 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი |
განათლება | Faculty of Law of Taras Shevchenko National University of Kyiv |
ბიოგრაფია
რედაქტირება1897 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898 წლიდან იყო რსდმპ–ის წევრი. წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1899 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს იაკუტიის გუბერნიაში. 1903 წლის შემდეგ შეუერთდა მენშევიკებს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1906 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ჯერ ვოლოგდაში, შემდეგ არხანგელსკის გუბერნიაში. 1914 წელს წავიდა ემიგრაციაში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში და შევიდა ბოლშევიკურ პარტიაში. რსდმპ–ის VI ყრილობაზე აირჩიეს ცკ–ს წევრად. მონაწილეობდა 1917 წელს ოქტომბრის რევოლუციაში. 1918 წელს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადების დროს მიემხრო მემარცხენე კომუნისტებს. 1918 წელს მოკლეს. დაკრძალულია მარსის მოედანზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მოსე ურიცკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4