მოვსეს კალანკატვაცი

(გადამისამართდა გვერდიდან მოსე კალანკატუელი)

მოვსეს კალანკატვაცი (დასღურანცი), მოსე კალანკატუელი (სომხ. Մովսէս Կաղանկատուացի) — სომეხი ისტორიკოსი, „ალვანთა ისტორიის“ ავტორი.[1][2][3][4] თხზულება შემონახულია ძველ სომხურ ენაზე. მკვლევართა ერთი ნაწილი მოვსეს კალანკატვაცს X საუკუნის ისტორიკოსად მიიჩნევს, ზოგი კი VII საუკუნის მოღვაწედ თვლის. არის აგრეთვე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოვსეს კალანკატვაცი და მოვსეს დასღურანცი სხვადასხვა დროის ისტორიკოსები არიან: პირველი მოღვაწეობდა VII საუკუნეში და „ალვანთა ისტორიის“ იმ ნაწილის ავტორია, სადაც თხრობა უძველესი დროიდან VII საუკუნემდეა დასრულებული, მეორე კი - X საუკუნეში ცხოვრობდა და ამ ისტორიის გამგრძელებელი და რედაქტორია.

„ალვანთა ისტორიაში“ საკუთრივ კავკასიის ალბანეთის გარდა საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ასევე ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, იმდროინდელი სომხეთის სამეფოს ურთიერთობა ქართლთან, ბიზანტიასთან. ნაშრომში დაწვრილებით აღწერილია ბიზანტიელებისა და ხაზარების მიერ 627-628 თბილისის ალყა და მისი აღება. დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლესიო პაექრობის შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა ამიერკავკასიაში (943).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
  • მისივე, საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები. კატალოგი, ტ. 1, თბ., 1949;
  • Абегян М. Х., История древнеармянской литературы (пер. с. арм.), Ер., 1975
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 64, თბ., 1984
  1. Kushnareva, Karinė Khristoforovna (1997). რედ. H. N. Michael (trans): The Southern Caucasus in Prehistory. Univ. of Pennsylvania Museum History, გვ. 196. ISBN 0-924171-50-2. „The tenth century A.D. Armenian historian Movses Kalankatuatsi states that ...“ 
  2. (გერმანული) Gesellschaft, Görres. Oriens Christianus. Leipzig, Germany: O. Harrassowitz 1905, p. 274
  3. Encyclopædia Iranica, Arran დაარქივებული 2008-09-13 საიტზე Wayback Machine.
  4. James D. Howard-Johnston (2006). East Rome, Sasanian Persia and the End of Antiquity. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 49. ISBN 0-86078-992-6.