ალვანთა ისტორია
ალვანთა ისტორია — შუა საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის ძეგლი.[1] ტრადიციულად მის ავტორად ითვლება მოვსეს კალანკატვაცი. ნაშრომი დაწერილია VII-X საუკუნეებში ძველ სომხურ ენაზე. ნაშრომი შედგება სამი წიგნისაგან, მასში მდიდარი ცნობებია დაცული კავკასიის ალბანეთის ისტორიის შესახებ.
„ალვანთა ისტორიაში“ საკუთრივ კავკასიის ალბანეთის გარდა საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ასევე ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, იმდროინდელი სომხეთის სამეფოს ურთიერთობა ქართლთან, ბიზანტიასთან. ნაშრომში დაწვრილებით აღწერილია ბიზანტიელებისა და ხაზარების მიერ 627-628 თბილისის ალყა და მისი აღება. დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლესიო პაექრობის შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა ამიერკავკასიაში (943).
ლიტერატურა
რედაქტირება- Dowsett C. J. F. A Neglected Passage in the «History of the Caucasian Albanians» // Bulletin of the School of Oriental and African Studies.— University of London, 1957.— Vol. 19, No. 3.— pp. 456—468.
- Мовсес Каланкатуаци. История страны Алуанк / Пер. Ш. В. Смбатяна.— Ереван: Матенадаран, 1984.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sergio La Porta. The Sense of an Ending: Eschatological Prophecy and the Armenian Historiographical Tradition (7th-10th c.) // Le Muséon. — 2016. — № Muséon 129.2-3. — p. 367.