უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან მორმონი)

უკანასკნელ დღეეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაქრისტიანული ეკლესია, გავრცელებულია არაოფიციალური სახელწოდებით „მორმონთა ეკლესია“. დაარსებულ იქნა ჯოზეფ სმითის მიერ 1830 წლის 6 აპრილს ქალაქ ფაიეტში, ნიუ-იორკის შტატში. ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 1834 წელს. მსოფლიოში მორმონების რაოდენობა დაახლოებით 15 მილიონია. ეკლესიის წევრთა ნახევარზე მეტი აშშ-ის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, ეკლესიას 56 ათასი მისიონერი ჰყავს 162 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყანაში მორმონთა 120-ზე მეტი ტაძარი მოქმედებს. წმინდა ტექსტი „მორმონის წიგნი“ თარგმნილია 93 ენაზე. ამჟამად, მათი ეკლესიის ცენტრი მდებარეობს სოლტ-ლეიკ-სიტიში, იუტას შტატში.

სოლტ-ლეიკ-სიტის ტაძარი, რომელსაც აშენებდნენ მორმონები ორმოცი წლის განმავლობაში

ეკლესიის პირველი წინამძღოლი და წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი იყო, რომელსაც, მისი მტკიცებით, გამოცხადება ჰქონდა 15 წლის ასაკში. მეორე გამოცხადება მასჰქონდა 1823 წლის 21 სექტემბერს, როდესაც იხილა საუკუნეების განმავლობაში საგულდაგულოდ გადამალული ხელნაწერები, რომლებიც ოქროს ფირფიტებზე იყო აღბეჭდილი. ხელნაწერები ძველ ეგვიპტურ ენაზე იყო დაწერილი, ამიტომაც მისი წიკითხვა შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, მან სულიწმინდის სრული შთაგონებით გადათარგმნა ეს ხელნაწერები და მას მორმონის წიგნი უწოდა. 1829 წლის 15 მაისს სმიტსა და „მორმონის წიგნის“ გადამწერს ოლივერ კაუდერს გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც უბრძანა ერთმანეთი მოენათლათ სესკვიანის მდინარეში, პენსილვანიაში. ამ ნათლობით ისინი გახდნენ მღვდლები. მოგვიანებით მათ გამოეცხადათ პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულები. მღვდლობა დადგინდა მხოლოდ თეთრკანიანი მამაკაცებისთვის.

მორმონთა პირველი თემები ჩამოყალიბდა ოჰაიოსა და მისურის შტატებში, სადაც ისინი განიცდიდნენ დევნას, ამიტომ ოჰაიოს მორმონები სმიტის ხელმძღვანელობით გადასახლდნენ ილინოისში. იქ სმიტი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ მოკლეს. სმიტის შემდეგ ხელმძღვანელი გახდა ბრაიამ იაშუ, რომელმაც მორმონებიშორეულ დასავლეთში გადაიყვანა. 1847 წელს იუტას ტომის ინდიელთა ნასახლარზე დააფუძნეს სოლტ-ლეიკ-სიტი. XIX საუკუნეში მორმონებში მიღებული იყო პოლიგამია. საუკუნის ბოლოს, ფედერალურ ხელისუფლებასთან დიდხნიანი დაპირისპირების შემდეგ, მორმონებმა უარყვეს პოლიგამია. ამ გადაწყვეტილების გამო ზოგმა მორმონმა დატოვა ეკლესია და ცალკე თემი ჩამოაყალიბა, სადაც შეინარჩუნა პოლიგამია.

1978 წელს დადგინდა მღვდლობის უფლება სხვა რასის წარმომადგენლებისთვის.

მოძღვრება

რედაქტირება

მორმონთა მტკიცებით ღმერთს ადამიანური სახე აქვს. სამების სამი ჰიპოსტასი სამი დამოუკიდებელი ღვთაებრივი არსებაა, ამიტომ ზოგი თეოლოგი მორმონებს მონოთეისტებად არ მიიჩნევს. მორმონების მიხედვით ადამიანის სული არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო დაფუძნდება, რომლის დასრულების შემდეგ დედამიწა ზეციურ სფეროდ გარდაიქმნება და ყველა ადამიანი მარადიულ სამეფოში გადავა. ღმერთი არ არის „შემოქმედი“, ის არის მხოლოდ „მომწყობი“, მას არ შეუქმნია გონიერი არსებები, მხოლოდ მოიწვია ისინი, რათა მონაწილეობა მიეღოთ მოწყობაში სამყაროსი, რომელიც ყოველთვის არსებობდა. ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება, მაგრამ ისინიც და ღმერთიც ემორჩილებიან უზენაეს კანონს.

მორწმუნეთა რელიგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მორწმუნის პირად მისტიკურ გამოცდილებებს, რომელიც მოიცავს წინასწარმეტყველებებს, გამოცხადებებს და გლოსოსალიას. სარწმუნოების სიმბოლო მოიცავს 13 პუნქტს, რომლებიც ძირითადად, შეესაბამება ტრადიციულ ქრისტიანულს. ეკლესიის წინამძღოლია წინასწარმეტყველი, რომელსაც ორი დამხმარე ჰყავს. სამივე ერთად კი წარმოადგენს ეკლესიის უმაღლეს ორგანოს. ეკლესიაში არსებობს თორმეტ მოციქულთა საბჭო და სამოცდაათთა საბჭო.

ეკლესიას აქვს დიდი მისიონერული პროგრამები, და ჰუმანიტარული მომსახურების ფილიალები მსოფლიოს მასშტაბით 162 ქვეყანაში, რაშიც ჩართულნი არიან როგორც მამაკაცები ასევე გოგონებიც. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ხშირად გამხდარა კრიტიკის, გადაუმოწმებელი ცრუ და მწვავე ბრალდებების ობიექტი,ხოლო მისი წევრები შეურაცხყოფის მსხვერპლნი.

მორწმუნე წევრები ერთგულად მისდევენ წესებს რაც ითვალისწინებს: სქესობრივ სიწმინდეს, ჯანმრთელობას, მარხვას, და შაბათის დაცვას. ეკლესია ასწავლის პირადი აღთქმების და დაპირებიბის ერთგულებას, რომელთაც ისინი დებენ ღმერთის წინაშე. ნათლისღება ერთ-ერთი აღთქმაა, ასევე სული წმინდის გადმოსვლა ადამიანზე, და ზიარება. ხოლო ყველაზე ფასეული და ღირებული მათი წევრებისთვის კი წმინდა ქორწინებაა, რომელიც ტაძარში ტარდება განსაკუთრებული პიროვნების მიერ, რომელსაც აქვს ღვთისგან მიღებული ძალაუფლება, რათა ადამიანება დააქორწინოს არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ ისინი სიკვდილის შემდეგაც ერთად იქნებიან სამუდამოდ. მათ ტაძრებს უფრო აღმატებული დანიშნულება ენიჭებათ ვიდრე უბრალოდ ეკლესიებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრები იცავენ ჯანმრთელობის წესს, ე.წ. სიბრძნის სიტყვას, რის თანახმადაც ისინი არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ყავას, და ქიმიური შემადგენლობის ჩაის და მხარს უჭერენ აქტიურობას ცხოვრებაში.

ისინი იცავენ მარალურ წეს-ჩვეულებებს ე.წ. უბიწოების კანონს, რაც კრძალავს მეუღლის ღალატს, ყველანაირ გაუკუღმართებულ და ჰომოსექსუალურ ქცევას, ასევე კრძალავენ სექსუალურ კავშირს ქორწინებამდე.

ე.წ. სიბრძნის სიტყვის ანუ ჯანმრთელობის წესის საშუალებით ეკლესიის წევრების დიდი ნაწილი ასაკში შესვლის მიუხედავად მაინც მისდევს ფიზიკურ აქტივობას რაც ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის და მისი ღვთიურობის გახანგრძლივების სწინდარია.

იესო ქრისტე

რედაქტირება
 
უკანასკნელი დღეების წმინდანებს სწამთ იესოს აღდგომის. ეს გამოსახულია ბერტელ თორვალძენის „ქრისტუსი“ ქანდაკებით.

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრთა რწმენის თანახმად, ქრისტეს მიერი აღთქმები და სამღვდელოების ძალაუფლება აღდგენილია. ეკლესია ითვალისწინებს იესო ქრისტეს მიერ პირველად დაარსებული ეკლესიის აღდგენას, რომელიც დაკარგულ იქნა ქრისტეს შემდეგ, ხალხთა დიდი განდგომის შედეგად. მათი შეხედულების თანახმად რწმენა იესო ქრისტეშია და გამოსყიდვა მათი რელიგგის ძირითადი სუფუძველია, ხოლო ქრისტე მათი რელიგიის ქვაკუთხედი. „მორმონები“ თაყვანს სცემენ მამა ღმერთს იესო ქრისტეს სახელით. მათ სწამთ რომ იესო არის ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი.

წმინდა წერილი

რედაქტირება

მორმონთა წმინდა წიგნებია მორმონის წიგნი, „სწავლებანიდა აღთქმანი“, „ძვირფასი მარგალიტი“ და „ბიბლიის ღვთივშთაგონებული თარგმანი“. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მორმონის წიგნია, რომელიც მორმონთა რწმენით ამერიკის კონტინენტის პირველ მკვიდრთა შესახებ მოგვითხრობს. მასში გადმოცემულია ლეხის და მისი ოჯახის ამბავი. ლეხმა ძვ. წ. 600 წელს დატოვა იერუსალიმი და ამერიკის კონსტინენტზე დასახლდა. ებრაელების შთამომავლები იყვნენ ამერიკელი ინდიელები, რომლებიც ცოდვათა გამო გაშავდნენ, ხოლო მართალმა ადამიანებმა შეინარჩუნეს კანის თეთრი ფერი. ამ ორ ჯგუფს შორის ატყდა ომი, რომელშიც ინდიელებმა გაიმარჯვეს. სიკვდილის წინ უკანასკნელმა თეთრკანიანმა მორმონმა აღწერა თავისი ერი და წიგნი მიწაში დამარხა. სწორედ ეს წიგნი გამოეცხადა სმიტს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება