მონღოლეთის ეკონომიკა
მონღოლეთის ეკონომიკა ტრადიციულად სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაზეა დაფუძნებული. მონღოლეთს დიდი რაოდენობით მინარულური დეპოზიტები აქვს: სპილენძი, ნახშირი, მოლიბდენი, კალა, ვოლფრამი და ოქრო, რომლებზეც მრეწველობის დიდი წილი მოდის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მონღოლეთმა საბჭოთა მხარდაჭერა დაკარგა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1/3-ს შეადგენდა. ამის შემდეგ მონღოლეთში დიდი რეცესია დაიწყო.
1996 წელს ბუნებრივი კატასტროფების სერიის შემდეგ ეკონომიკური ზრდა 1997-1999 წლებში დაფიქსირდა. 1998 და 1999 წლებში ექსპორტის კოლაფსი აზიის ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. 1999 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მონღოლეთის ეკონომიკას რუსეთის მხრიდან ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე შემოღებული აკრძალვა დიდ ტვირთად დააწვა. 1997 წელს მონღოლეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა.[1] სამთამადნო წარმოების განვითარების შემდეგ მონღოლეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. 2013 წელს მონღოლეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვნებელი 11.7%-ს გაუტოლდა.[2]
ეკონომიკური ისტორია
რედაქტირებამონღოლეთის მრეწველობისთვის მთავარ ბაზარს საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. 1980-იან წლებში მონღოლეთის სამრეწველო სექტორის მნიშვნელობა გაიზარდა. ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე მინერალები, ცხოველები და ცხოველური პროდუქტები წარმოადგენს. მთავარ იმპორტულ საქონელს შორისაა მანქანა-დანადგარები, ნავთობი, სამოსი და სამშენებლო მასალები.
1980-იანი წლების ბოლოს მონღოლეთის მთავრობამ აზიის არაკომუნისტურ ქვეყნებთან და დასავლურ სახელმიწფოებთან კავშირებისა და ტურიზმის განვითარება დაიწყო. 1991 წლის 1-ელ იანვარს მონღოლეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი მსოფლიო ფასების დონეზე მყარი ვალუტით ორმხრივ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ.
მიუხედავად საგარეო ვაჭრობის სირთულეებისა, მონღოლეთმა რეფორმების გატარება გააგრძელა. მცირე მაღაზიებისა და საწარმოების პრივატიზაციის პროცესი 1990-იან წლებში დასრულდა. შემდეგ დიდი ზომის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია დაიწყო. საგადასახადო რეფორმებიც ამ პერიოდში გატარდა.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა
რედაქტირება1990-1993 წლებში მონღოლეთის ეკონომიკის პრობლემებს სამნიშნა ინფლაცია, უმუშევრობის დონის ზრდა, საბაზისო საქონლის დეფიციტი და სურსათის ნაკლებობა წარმოადგენდა. ამ პერიოდში ეკონომიკის მოცულობა 1/3-ით შემცირდა. საბაზრო რეფორმებისა და საწარმოთა პრივატიზაციის შემდეგ ეკონომიკის ზრდა კვლავ დაიწყო 1994-1995 წლებში. იმის გამო, რომ ეკონომიკის ზრდა გაზრდილი საბანკო კრედიტით იყო გამოწვეული, ეკონომიკის ზრდას საბანკო სექტორის შესუსტება მოჰყვა. 1995 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა, მეტწილად სპილენძის ფასების ზრდის შედეგად. 1996-1999 წლებში აზიის ფინანსურმა კრიზისმა, 1998 წლის რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა და სამომხმარებლო ფასების, განსაკუთრებით სპილენძისა და ოქროს ფასების გაუარესებამ ეკონომიკის ზრდას ხელი შეუშალა და 3.5% შეადგინა.
2000 წელს მონღოლეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 1999 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა. მშპ-ის ზრდას 2000 წელს მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფებმა და 2.4 მილიონი შინაური ცხოველის დაღუპვამ შეუშალა ხელი. 2003 წლისთვის მონღოლეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 70% და ექსპორტის 80% კერძო კომპანიებზე მოდიოდა.[3]
უახლესი პერიოდი
რედაქტირებამონღოლეთის სამეწარმეო საქმიანობის მთავარი დარგი მემთამადნეობაა, რომელიც მონღოლეთის მრეწველობის 30%-ს შეადგენს.[4] მნიშვნელოვანი სამეწარმეო დარგია ქაშმირის წარმოებაც. 2006 წელს მონღოლეთი ქაშმირის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში. მთავარ კომპანია Gobi Cashmere-ზე მსოფლიო წარმოების 21% მოდიოდა.[5]
2019 წელს მონღოლეთის ექსპორტის ჯამური ღირებულება 7.6 მლრდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[6]
საბანკო სექტორი
რედაქტირებამონღოლეტის საბანკო სექტორი მაღალკონცენტრირებულია და 2015 წლისთვის ფინანსური აქტივების 80% ხუთ ბანკზე მოდის.[7] KhasBank მიკროსაფინანსო ინსტიტუტია, რომლის შტაბ-ბინაც ულან-ბატორში მდებარეობს და 2012 წლის ივნისის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ოფისი აქვს. Khan Bank-ის ცენტრალური ოფისი ულან-ბატორში, სადაც ხუთი ფილიალი აქვს. ქვეყნის მასშტაბით მას 24 ოფისი აქვს, რომლებიც 15-დან 25-მდე მცირე ოფისს ხელმძღვანელობენ. საერთო ჯამში 512 ოფისს.[8] Golomt Bank-მა მონღოლეთში 1995 წელს დაიწყო საქმიანობა და შიდა საბანკო სისტემის აქტივების 23%-ს განაგებს. „ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ 1990 წელს ჩამოყალიბდა და უძველესი ბანკია მონღოლეთში. მას 28 ოფისი აქვს.[9]
სტატისტიკა
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ ცხრილში მონღოლეთის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორებია მოცემული 1990–2017 წლებში.[10]
წელი | 1990 | 1995 | 2000 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშპ $ (მუპ) |
7.42 მლრდ | 7.25 მლრდ | 9.02 მლრდ | 13.97 მლრდ | 15.57 მლრდ | 17.39 მლრდ | 19.12 მლრდ | 18.86 მლრდ | 20.49 მლრდ | 24.53 მლრდ | 28.06 მლრდ | 31.83 მლრდ | 34.96 მლრდ | 36.18 მლრდ | 37.09 მლრდ | 39.70 მლრდ |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ (მუპ) |
3,581 | 3,245 | 3,774 | 5,482 | 6,039 | 6,649 | 7,187 | 6,961 | 7,437 | 8,802 | 9,880 | 11,043 | 11,948 | 12,183 | 12,307 | 12,979 |
მშპ-ის ზრდა (რეალური) |
−2.5% | 6.4% | 1.1% | 6.5% | 8.2% | 8.8% | 7.8% | −2.1% | 7.3% | 17.3% | 12,3% | 11.6% | 7.9% | 2.4% | 1.2% | 5.1% |
ინფლაცია (%) |
... | 63.4% | 11.6% | 12.5% | 4.5% | 2.1% | 2.8% | 6.3% | 12.2% | 7.7% | 15.9% | 8.6% | 12.9% | 5.9% | 0.6% | 4.6% |
კონკურენტუნარიანობა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მონღოლეთს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 99-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 102-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 026.3 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.03%-ია. უმუშევრობის დონე 6.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 6-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.3-ის ტოლია.[11]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official site of the Ministry of Finance
- Official government site of the Bank of Mongolia - the central bank დაარქივებული 28 April 2021 საიტზე Wayback Machine.
- Mongolia CIA World Factbook
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Montsame News Agency. Mongolia. 2006, Foreign Service Office of Montsame News Agency, ISBN 99929-0-627-8, p. 72
- ↑ philip. (2014-03-23) Mongolia's economic prospects and challenges. ციტირების თარიღი: 2016-08-10
- ↑ Montsame News Agency. Mongolia. 2006, Foreign Service Office of Montsame News Agency, ISBN 99929-0-627-8, p. 67
- ↑ Montsame News Agency. Mongolia. 2006, Foreign Service Office of Montsame News Agency, ISBN 99929-0-627-8, p. 82
- ↑ Montsame News Agency. Mongolia. 2006, Foreign Service Office of Montsame News Agency, ISBN 99929-0-627-8, p. 86
- ↑ Mongolia | Imports and Exports | World | ALL COMMODITIES | Value (US$) and Value Growth, YoY (%) | 2003 - 2019 (14 November 2021).
- ↑ Adiya, Amar. (2022-05-25) What You Need To Know About Mongolia and What's On the Horizon in H2 2022 en. ციტირების თარიღი: 2022-05-27
- ↑ Mission statement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 7 May 2013
- ↑ Introduction: Trade and Development Bank of Mongolia. Trade and Development Bank of Mongolia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2022.
- ↑ Report for Selected Countries and Subjects en-US. ციტირების თარიღი: 2018-09-05
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 394-397.