მონღოლეთის ტურიზმი
ტურიზმი მონღოლეთში შეზღუდული იყო სოციალისტური რესპუბლიკის პერიოდში, თუმცა გაიზარდა მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ და 1989 წლის რევოლუციებმა გამოიწვია. მონღოლეთში სამოგზაურო ორგანიზაციების არსებობა 50 წელზე მეტს ითვლის, თუმცა კერძო სექტორი მხოლოდ 20 წლის წინ შეიქმნა.[1] ამჟამად მონღოლეთში 403 ტურისტული კომპანია, 320 სასტუმრო, 647 კურორტი და ტურისტული ბანაკია, სადაც 56-მე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები არიან დასაქმებულები. მონღოლეთი გაეროს წევრია და აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საქმიანობაში.
ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიზნით მონღოლეთის მთავრობა ათავისუფლებს გადასახადისგან იმ ინვესტორებს, რომლებიც ინვესტიციას მაღალრეიტინგული სასტუმროებისა და ტურისტული კომპლექსების აგებაში დებენ. ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის წარმართვისას არაა აუცილებელი ლიცენზიის ქონა, ხოლო უცხოული ვიზიტორებისთვის ტუროპერატორთა მიერ გაწეული მომსახურება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ტურისტული სექტორისთვის არაა დაწესებული შემზღუდველი სტანდარტები და რეგულაციები. სექტორი ნაკლებად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ და საქმიანობის წარმართვისას არ საჭიროებს სახელმწიფოს ნებართვას.
საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმების წარმატებულობის ნათელი მაგალითია ქვეყანაში ტურისტთა რიცხვის მკვეთრი ზრდა. 2010 წელს მონღოლეთმა 450 000 ათას ტურისტს უმასპინძლა, რაც 2000 წლის მონაცემს სამჯერ აღემატებოდა.
2013 წლის იანვარში, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის გაზრდის მიზნით მონღოლეთის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ ოფიციალური ტურისტული სლოგანი დაამტკიცა, რომელიც ასე ჟღერს: „გახდი მომთაბარე! გაიცანი მონღოლეთი!“[2] ერთი წლის შემდეგ სამინისტრომ ახალი სლოგანი დაამტკიცა: „მონღოლეთი — ბუნებით მომთაბარე!“[3]
2014 წლის 5 მარტს, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონღოლეთის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მონღოლეთი 2015 წლის ბერლინის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ოფიციალური პარტნიორი ქვეყანა იქნებოდა.[4]
2014 წლის დეკემბერში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შედეგად კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო გარემოს დაცვის, მწვანე განვითარების და ტურიზმის სამინისტროდ გადაკეთდა.[5]
მონღოლეთი ტურისტებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, მათ შორისაა: ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა, ცხენზე ჯირითი, ჯომარდობა, აქლემით გასეირნება და მოტოციკლეტის ტურები. ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი გობის უდაბნოა, სადაც უდაბნოს ცხოველების გარდა ტურისტთა ინტერესის საგანი დინოზავრების ძვლებისა და კვერცხების ნაშთებია. მონღოლეთში პოპულარული სალაშქრო ადგილებია ტბები, მწვერვალები, რომლითაც ულან-ბატორია შემოსაზღვრული და გობის გურვან საიხანის ეროვნული პარკი.
ღონისძიებები
რედაქტირება2013 წელს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ მონღოლეთის ტურისტული კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში დაგეგმილი კულტურული და ტურისტული ღონისძიებები იყო მოცემული.[6]
მონღოლეთის მთავარი ფესტივალია ნაადამი, რომელიც ყოველწლიურად 11-დან 13 ივლისამდე დემოკრატიული რევოლუციის პატივსაცემად ტარდება. ფესტივალზე მონღოლურ ტრადიციულ სპორტის სახეობებში ტარდება შეჯიბრები, ესენია: მშვილდოსნობა, დოღი გრძელ დისტანციაზე და მონღოლური ჭიდაობა. აგრეთვე მონღოლეთში ყოველწლიურად ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორისაა არწივების ფესტივალი, აქლემების ფესტივალი, ნოვრუზი, მთვარის ახალი წელი, ყინულის ფესტივალი და მის მონღოლეთი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Discover Mongolia Travel
- Mongolian Ways დაარქივებული 2020-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Bigges Tourism Information Website of Mongolia
- Official Tourism Website of Mongolia დაარქივებული 2008-10-25 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
- Official Tourism Website of Bayan-Ölgii, Mongolia
- Official Tourism Website of Amicus Travel, Mongolia
- Official Tourism Website of Samar Magic Tours, Mongolia
- Official Tourism website of Khongoryn Els travel company, Mongolia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tourism in Mongolia | History & Facts About Mongolia Tourism 2020 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-06. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Official Tourism slogan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Mongolian Tourism Ministry replaces slogan with new one in February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Mongolian to participate as partner country for ITB Berlin 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
- ↑ New Minister of Mongolian Tourism Appointed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Mongolia Tourism 2013 Calendar of Events is published. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10. ციტირების თარიღი: 2020-11-21.