მონოკარპული მცენარეები
მონოკარპული მცენარეები (მონო... და ბერძ. karpos — ნაყოფი) — მცენარეები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ყვავილობენ და ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ იღუპებიან. მონოკარპულია თითქმის ყველა ერთწლოვანი და ორწლოვანი, აგრეთვე ზოგიერთი მრავალწლოვანი (აგავა, ბამბუკი, ზოგიერთი პალმა და სხვა) მცენარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 98.