მონასტერი (წინაგრის თემი)
მონასტერი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (წინაგრის თემი). მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 800 მ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.