პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

OTOGI Messages 15:57, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

Queer-ის თარგმნის თავისებურებანი რედაქტირება

მოგესალმები. კეთილი იყოს შენი გაწევრიანება ვიკიში! ამას წინათ ამ სტატიაში ცვლილება განახორციელე, და ტერმინები შეცვალე, რაც ჩემს მიერ დაბრუნებულ იქნა საწყის ვარიანტზე (მიზეზს ქვემოთ დავწერ). შემდეგ დღეს დაწერე ჩემ პირად ვიკი გვერდზე, რაც ასევე გავაუქმე, რადგან მომხმარებლის პირადი გვერდი არ არის განკუთვნილი მიმოწერისთვის, საამისოდ ზედა ნაწილში სპეციალური ბმულია მოცემული „ ახალი შეტყობინების დასატოვებლად დააწკაპუნეთ ამ სიმბოლოზე “ რომელზე დაჭერითაც იხსნება ახალი სექციის შექმნის გვერდი სადაც შეგიძლია მოიწერო საკითხის შესახებ. ან უბრალოდ მომხმარებლის გვერდზე გადასვლისას შეგიძლია დააჭირო განხილვას და დაამატო ახალი შეტყობინება. რაც შეეხება კუირის სტატიას: ეს სტატია ჩემს მიერ არის შექმნილი. თავდაპირველად მეც იმავე სახელით შევქმენი ეს სტატია, როგორც შენ ახლა ცდილობ გადააკეთო. თუმცა მაშინ გადაწყდა რომ „კუირი“ გრამატიკულად უფრო შესაფერისი გადმოტანაა ქართულ ენაში, ვიდრე „ქვიარი“ — დღემდე მიმაჩნია რომ ეს სრული აბსურდია. თუმცა, თუ გსურს მსგავსი გლობალური ცვლილება მოახდინო სტატიაში, ასე ხელაღებით ეს არ მოხდება, ამის უფლებას არავინ მოგცემს და შეიძლება ბანიც მიიღო, რადგან მსგავსი ქმედება ვანდალიზმში გადის. ამიტომ, თუ მყარია შენი არგუმენტები, აუცილებლად დაწერე შესაბამისი სექცია კუირის განხილვის გვერდზე, მოიყვანე ავტორიტეტული წყაროები და ჩემი სახით მინიმუმ ერთი მხარდამჭერი გეყოლება. წინასწარ შევთანხმდეთ, რომ „ლგბტ თემში ასე ამბობენ“ და „რაღაც ბლოგზე ისე წერია“ არგუმენტად ამ საკითხში არ გამოგადგება. პარლამენტის ბიბლიოთეკა, კიბატონო ავტორიტეტულია. განხილვის გვერდზე აზრს გამოთქვამენ სხვა ვიკიპედიელებიც და ისევ და ისევ როგორც გადაწყდება ისე დარჩება. -- OpusDEI 19:37, 3 ივნისი 2020 (UTC)პასუხი