მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 22
ადმინისტრატორობის შესახებ
რედაქტირებამეწყინა, რამ გადაგაწყვეტინა? თუ მე მომეცი მაგალითი?--ცანგალა (გ) 18:51, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- მადლობა. დიდი ხანია ვფიქრობ, აღარ ვარ აქტიური და იმიტომ. მაგრამ პროცესები ამ კენჭისყრამ დააჩქარა: არ მინდოდა, ჩემი წინააღმდეგობა ვინმეს აღექვა, როგორც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის უსამართლო ბრძოლა. Deu. 03:40, 31 აგვისტო 2014 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგამარჯობა, დათო! გთხოვ, პირადი გვერდიდან ამოიღო თარგი ადმინი. წინასწარ, მადლობა !. - ოთოჯი განხილვა 19:19, 5 სექტემბერი 2014 (UTC)
- დამვიწყებია. Deu. 20:47, 5 სექტემბერი 2014 (UTC)
გარანტია
რედაქტირებასალამი, დათო. გარანტია მე შემოვიტანე და ნამდვილად ჰქონდა მაგ სტატიას ორი ნაწილი, თუმცა მეორე ნაწილში საბჭოთა შრომის სამართალზე იყო საუბარი და ეგ საჭიროდ არ ჩავთვალე შემომეტანა. :))--George / ✉ 13:07, 11 სექტემბერი 2014 (UTC)
- ხოდა, 1-იანი აღარ იყო საჭირო ;). Deu. 13:33, 11 სექტემბერი 2014 (UTC)
- გამომრჩა ტექსტის წერის დროს, საჭირო ნამდვილად აღარ იყო სტატიის ამჟამინდელი ვარიანტისთვის.--George / ✉ 14:16, 11 სექტემბერი 2014 (UTC)
Hengenbach
რედაქტირებადათო ეს სიტყვა გერმანულია და ქართულად როგორ წაიკითხება? --JABA 1977 13:01, 12 სექტემბერი 2014 (UTC)
- ჰენგენბახ --Henry McClean განხილვაწვლილი 13:03, 12 სექტემბერი 2014 (UTC)
- კი, ეგ არი! ბოლოში სახელობითის ი! :) Deu. 13:08, 12 სექტემბერი 2014 (UTC)
მადლობა ორივეს. დათო ი არ დამავიწყდება. :) --JABA 1977 13:54, 12 სექტემბერი 2014 (UTC)
გილოცავ!
რედაქტირებადავით, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ულევ სიხარულს! ყველა შენი მიზნისთვის მიგეღწიოს ცხოვრებაში --შოთა [UT] 20:19, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ვუერთდები. მრავალს დაესწარი, წარმატებები. – BruTe (გ) 20:35, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)
- დათო, გილოცავ! წინსვლას და წარმატებებს გისურვებ! სულ ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი! — Mikheil მიწერა 23:00, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)
ვუერთდები მილოცვებს! --JABA 1977 04:12, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- გილოცავ, დათო! ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიყვარულს, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! — G.G. 07:08, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
მეც დაგვიანებით შევუერთდები მილოცვებს. უფრო ხშირად გვენახე ვიკიში. --Henry (მომწერეთ) 07:23, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მადლობა! :) დაგვიანებული არაა, დღეს მაქვს დღჱ შობისა : ). შოთა, სანდრო და მიშა არიან უბრალოდ ყველაზე სწრაფები მსოფლიოში! Deu. 09:59, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- უბრალოდ ხელმოწერისას ვიკი წერს სერვერის დროს, რომელიც 4 საათით ჩამორჩება ადგილობრივს — G.G. 10:20, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- დავით გილოცავ! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყოველივე კარგს --დათო1010 12:48, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მადლობა დიდი. ჩემს თავს მეც ვუსურვებ ვიკიპედიისათვის მეტი დროის გამონახვას პირადი ცხოვრებისეული წარმატებებითურთ : ). Deu. 20:44, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- დავით გილოცავ! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყოველივე კარგს --დათო1010 12:48, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- უბრალოდ ხელმოწერისას ვიკი წერს სერვერის დროს, რომელიც 4 საათით ჩამორჩება ადგილობრივს — G.G. 10:20, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
მონასტერი სომხეთში
რედაქტირებადავით, ამ ეკლესიაზე Tejharuyk Monastery რამე გსმენია? ან ქართული სახელი რა აქვს ეგ მაინც რომ ვიცოდეთ. --g. balaxaZe★ 09:37, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ვიკითხე კომპეტენტურ ხალხთან. დავუცადოთ პასუხს. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ვეჭვობ, რომ ივანე ზაქარიანში სინამდვილეში ივანე და ზაქარია მხარგრძელები იგულისხმებიან. ივანე ზაქარიანი ეს ერთი გამოგონილი პიროვნება მგონია, რომელიც ორ რეალურს აერთიანებს. Deu. 18:50, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ქართულად თეჟარუიქი რქმევია. :) – BruTe (გ) 11:47, 30 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ეგ არი! რაც შეეხება ივანე ზაქარიანს, როგორც აღმოვაჩინე, სომხურ ისტორიოგრაფიაში მხარგრძელთა დინასტია სწორედ რომ ზაქარიანების სახელითაა ცნობილი. ასე რომ, სწორად წერია ინგლისურ ვიკიპედიაში (თუმცა არ იქნება ურიგო, თუ მიეთითება, რომ ქართული ტრადიციით ამ პიროვნებას ჰქვია Ivane Mkhargrdzeli). Deu. 19:56, 2 ნოემბერი 2014 (UTC)
- დავით წყარო მიპოვე და დავუწერ.--g. balaxaZe★ 21:48, 8 ნოემბერი 2014 (UTC)
- წყარო გიპოვო? : ) ინგლისური სტატიის ავტორს ექნება, ასე მგონია. Deu. 06:23, 10 ნოემბერი 2014 (UTC)
- დავით წყარო მიპოვე და დავუწერ.--g. balaxaZe★ 21:48, 8 ნოემბერი 2014 (UTC)
- ეგ არი! რაც შეეხება ივანე ზაქარიანს, როგორც აღმოვაჩინე, სომხურ ისტორიოგრაფიაში მხარგრძელთა დინასტია სწორედ რომ ზაქარიანების სახელითაა ცნობილი. ასე რომ, სწორად წერია ინგლისურ ვიკიპედიაში (თუმცა არ იქნება ურიგო, თუ მიეთითება, რომ ქართული ტრადიციით ამ პიროვნებას ჰქვია Ivane Mkhargrdzeli). Deu. 19:56, 2 ნოემბერი 2014 (UTC)
- ქართულად თეჟარუიქი რქმევია. :) – BruTe (გ) 11:47, 30 ოქტომბერი 2014 (UTC)
კითხვა ფაქტების კრიტერიუმებთან
რედაქტირებადავით, აი ეს ფაქტი „ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას.“ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ ქმნის, უბრალოდ, იცი რა მაკვირვებს, ამ ფაქთტან თუ გაგიჩნდა ისეთი კრიტიკა, როგორც საქართველო-რუსეთის ევროპაში 21-ე საუკუნის პირველ ომობასთან. აქაც შეიძლება შედავება ისევ შენი სიტყები რომ მოვიშველიო, იქნებ არიან მეცნიერები ან ხალხი, ვინც ამ აჯანყებას უკანასკნელ ბრძოლად არ თვლიდეს ან საერთოდ არ თვლიდეს ბრძოლად, აქ რატომ არ გაჩნდა უნივერსალური სიტყვა „მიიჩნევა ან ითვლება“? --g. balaxaZe★ 19:49, 16 ნოემბერი 2014 (UTC)
- ჩავერთვები: აქ წერია „წარმოადგენს“ და არა „ითვლება“. ეს მოვლენა ფაქტია და არა ვარაუდი ან რაიმე მსგავსი.--შოთა [UT] 19:53, 16 ნოემბერი 2014 (UTC)
- სალამი, მეგობრებო. გიორგი, თავად ფაქტი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არც მე და არც სანდროს (რომელიც მაშინ ჩართული იყო განხილვაში ამ ფაქტის შესახებ) არ დაგვიწუნებია და 2 ნოემბრის გამოცემაში ეს ფაქტი მთავარ გვერდზეც მოხვდა. შენიშვნა მქონდა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა „ითვლება“ იყო არაობიექტური ელფერის მიმცემი, რადგან ყველა ასე არ თვლის. თავად ფაქტი კი, როგორც აღვნიშნე, მთავარ გვერდზეც გავიტანეთ. ასე რომ, რა პრობლემაა კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ვერ გავიგე :).
- რაც შეეხება ტექსელის აჯანყებას, ეს ფაქტი არა მხოლოდ შენთვის, არამედ არავისთვის არ ქმნის პრობლემას, მას ყველა ერთხმად აღიარებს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ბრძოლად. ასე რომ აქ იგივე პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. უფრო მეტიც, ეს იმდენად ტრივიალური ფაქტია და ძალიან ცნობილი, რომ, მეორე მხრივ, ამით ვიწუნებ და ამის დაწერასაც ვაპირებდი კანდიდატების გვერდზე.
- და ბოლოს, მე ამ რუბრიკის უფროსი არ ვარ, არავის მოუნიჭებია ჩემთვის ეს პატივი. მხოლოდ მეხალისება და ვმუშაობ: რასაც მე ვაკეთებ, შეუძლია სხვამაც აკეთოს. სადაც შენიშვნის საჭიროებას ვხედავ, ვწერ. თქვენც თუ დაინახავთ, დაწერეთ გეთაყვა და განვიხილოთ. ჩემ მიერ შემოთავაზებულ არაერთ ფაქტზეც მითქვამს უარი იმის გამო, რომ სხვამ სამართლიანი შენიშვნა დაწერა. საბოლოოდ იმისი თქმა მინდა, რომ ფაქტისათვის ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ მის შესახებ არავის ჰქონდეს რაიმე სახის შენიშვნა, რომელიც ჯერ არ გამოსწორებულა. ესაა და ეს. Deu. 20:06, 16 ნოემბერი 2014 (UTC)