თაკოკუტივაძე
გამარჯობა, თაკოკუტივაძე. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
-ზურა 6446 14:20, 7 დეკემბერი 2023 (UTC)
სტატია
რედაქტირებაგამარჯობა. ასეთი გვერდები - Blackpink-ის დისკოგრაფია ვიკიპედიისთვის არის გამოუდეგარი. ისინი ან მუშავდება, ან საერთოდ იშლება ვიკიპედიიდან, ვინაიდან ტექსტი არის ნათარგმნი ავტომატური თარჯიმნით და არ არის გრამატიკულად გამართული, შეიცავს უამრავ შეცდომას. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:00, 28 დეკემბერი 2023 (UTC)
ტრანსლიტერაცია
რედაქტირებაგამარჯობა. ჩინური სახელების ტრანსლიტერაციისას გამოიყენეთ დახმარების გვერდი — ვპ:ჩინ. გიო ოქრო 10:35, 30 დეკემბერი 2023 (UTC)
კუმიჰო
რედაქტირებაგამარჯობა, თაკო. ცვლილებები შევიტანე შენს სტატიაში და გადახედე. დასაწყისში, დიდი ტირეს შემდეგ იყო-ს და არის არ ვწერთ. ვიყენებთ ქართულ ბრჭყალებს, რომელიც დამატებით ნიშნებში შეგიძლია იპოვო. ცნობების ნაცვლად სქოლიო, ხოლო გარე ბმულების მაგივრად რესურსები ინტერნეტში იწერება. გულდასმით წაიკითხე სტატია სანამ გამოაქვეყნებ, რადგან გრამატიკული შეცდომები გქონდა, სასვენ ნიშნებსაც მიაქციე ყურადღება. ასევე, აუცილებელი არ არის ყველაფერი სიტყვა-სიტყვით თარგმნო თუ ქართულად ცუდად ჟღერს (მაგ. ცოდნის მძივების ნაწილში), მთავარია, რასაც წერ, შინაარსი არ შეუცვალო. წარმატებები! <3 Nia Cheგანხილვაწვლილი. 17:03, 12 იანვარი 2024 (UTC)