ვიკიპედია:ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები
ჩინური ენის ძირითადი ერთეული არის მარცვალი. ყოველ მარცვალს შეესაბამება თითო იეროგლიფი. მარცვალი შედგება სამი ელემენტისაგან: ინიციალის (თავკიდურის), ფინალისა (ბოლოკიდურისა) და ტონისაგან. ინიციალი მარცვლის საწყისი თანხმოვანია, რომელსაც მოსდევს ფინალი ანუ ხმოვანი (დაწვრილებით იხ. ქვემოთ). მარცვლის მესამე ელემენტია ტონი, რომელსაც ჩინურში ფონოლოგიური ღირებულება აქვს. მას სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა შეუძლია. ჩინურ ენაში ტონი ოთხი სახისაა, მაგრამ მათ განხილვას არ შევუდგებით, რადგან ქართულ ენაში ჩინურისთვის დამახასიათებელი ფონოლოგიური ტონი ვერ აისახება.
ჩინური ენის ამ ფონეტიკური წყობის თავისებურება განაპირობებს ჩინური ენის ბგერების ქართული ანბანის ასოებით
ტრანსკრიბირების მეთოდებსა და პრინციპებს.
ცალ-ცალკე განვიხილავთ თანხმოვნებსა და ხმოვნებს, რომლებიც მარცვლის ინიციალებს (თავკიდურებსა) და ფინალებს (ბოლოკიდურებს) ქმნიან.
ჩინური მარცვლის თავკიდურები
რედაქტირებათავკიდურა თანხმოვნები
რედაქტირებასალიტერატურო ჩინურის თანხმოვანთა სისტემა ხასიათდება ოთხი ძირითადი ნიშნით: წარმოთქმის ადგილი, საწარმოთქმო რაგვარობა, მჟღერობა-სიყრუე და სირბილე-სიმაგრე. ეს ოთხივე მახასიათებელი ფონოლოგიური ღირებულებისაა, ანუ სიტყვათგანმასხვავებელი ძალა აქვს. ჩინურ ენაში სულ რამდენიმე მჟღერი თანხმოვანია, მაგრამ მჟღერობა-სიყრუე მოქმედი ფონოლოგიური ოპოზიციაა. ხშულ და ხშულ-ნაპრალოვან (აფრიკატ) ყრუ თანხმოვნებს ერთმანეთისაგან განარჩევს ფშვინვიერების ქონება-უქონლობით დაპირისპირება, რაც ქმნის წყვილეულთა სისტემას. ერთადერთი გამონაკლისი მჟღერი პალატალიზებული აფრიკატი თანხმოვანი არის ძ j [͡tɕ]. სირბილე ახასიათებს კიდევ ერთ აფრიკატს: ც q [͡tɕʰ] . აფრიკატისთვის სირბილე ანუ პალატალიზაცია ფონოლოგიური ღირებულებისაა, რაც კარგად ჩანს დამოწმებული წყვილებიდან:
词典 /͡tsʰ ɿti̯æn/ cidain ცტიენი — ლექსიკონი | 磁山 /͡tsʰɿʂan/ Cishan ცშანი (გეოგრ.) სოფელი |
起点 /͡tɕʰiti̯æn/ qidian ციტიენი — დასაწყისი | 岐山 Qishan /͡tɕʰiʂan/ ციშანი (გეოგრ.) მაზრა |
ასეთ შემთხვევებში ქართული ც სრულად გადმოსცემს ჩინური მაგარი ც(c) თანხმოვნის ფონეტიკურ მახასიათებლებს ci= ც, ხოლო ც თანხმოვანზე ი ხმოვნის დამატებით გადმოიცემა პალატალიზებული ც(q), qi=ცი.
ომონიმიის თავიდან ასაცილებლად, ქართულში მაგარი ც(c) თანხმოვნის გადმოსაცემად, ერთმარცვლიან სიტყვებსა ან მრავალმარცვლიანი სიტყვის ბოლო მარცვალში გამოყენებული იქნება ცჰი კომპლექსი, რომელიც დაუპირისპირდება პალატალურ ც(q)-ს (ცი). მაგალითად, 磁山 Cishan ცშანი (გეოგრ.), მაგრამ 慈 Ci ცჰი (პირი).
ცხრილი 1. ხშული და ხშულ-ნაპრალოვანი (აფრიკატი) თავკიდურა თანხმოვნები
წარმოთქმის ადგილი | მჟღერი | ყრუ ფშვინვიერი | ყრუ არაფშვინვიერი |
---|---|---|---|
წყვილბაგისმიერი//ლაბიოდენტალური | p [pʰ] ფ | b [p] პ | |
კბილისმიერი//დენტალური | t [tʰ] თ | d [t] ტ | |
წინანუნისმიერი//წინაალვეოლარული | c [͡tsʰ] ც | z [͡ts] წ | |
წინანუნისმიერი//წინაალვეოლარული | j [͡tɕ] ძ (პალატალიზებული) | q [͡tɕʰ] ც (პალატალიზებული) | |
უკანანუნისმიერი//უკანაალვეოლარული | ch [͡ʈʂʰ] ჩ | zh [͡ʈʂ] ჭ | |
რბილსასისმიერი//ველარული | k [kʰ] ქ | g [k] კ |
ნაპრალოვანი თავკიდურა თანხმოვნები
რედაქტირებანაპრალოვანი თანხმოვნები წარმოდგენილია ცალეულების სახით, გარდა ერთი გამონაკლისისა: ჟ-შ, რომელიც ნაპრალოვან წყვილეულს ქმნის. სპირანტ თანხმოვნებში ერთადერთი რბილი (პალატალიზებული) თანხმოვანია, რომელიც ფონოლოგიურად უპირისპირდება არაპალატალიზებულ წინაალველარულ ს-ს:
死掉/sɿtiao/ sidiao სტიაო – სიკვდილი (მოკვდა) | 洗掉/sʲtiao/ xidiao სიტიაო — ამორეცხვა, ამოშორება (ლაქის) |
四川 Sichuan /sɿ͡ʈʂʰ/u̯ an/ სჩუანი (გეოგრ.) | 淅川/sʲ ͡ʈʂʰuan/ Xichuan სიჩუანი (გეოგრ.) |
词死 dongsi /tʊŋsɿ/ ტუნგსჰი — გაყინვა (გაიყინა) | 词西/tʊŋsʲ/ dongxi ტუნგსი — ნივთი |
ასეთ შემთხვევებში ქართული ს სრულად გადმოსცემს ჩინური არაპალატალიზებულ ს თანხმოვნის ფონეტიკურ მახასიათებლებს si=ს,
ხოლო ს თანხმოვანზე ი ხმოვნის დამატებით გადმოიცემა პალატალური ს, xi=სი.
ომონიმიის თავიდან ასაცილებლად, ერთმარცვლიან სიტყვებსა ან მრავალმარცვლიანი სიტყვის ბოლო მარცვალში ჩინური ენის არაპალატალიზებულ ს თანხმოვნის ქართულად გადმოცემისთვის გამოყენებული იქნება სჰი კომპლექსი, რომელიც დაუპირისპირდება პალატალურ ს-ს (ცი). მაგალითად, 四川 Sichuan სჩუანი (გეოგრ.), მაგრამ 佳木斯 Jiamusi ძიამუსჰი (გეოგრ.).
ცხრილი 2.
წარმოთქმის ადგილები | მჟღერი | ყრუ |
---|---|---|
კბილბაგისმიერი (ლაბიოდენტალური) | f [f] ფ | |
წინანუნისმიერი//წინაალვეოლარული | s [s] ს | |
წინანუნისმიერი//წინაალვეოლარული | x [sʲ] ს (პალატალიზებული) | |
უკანანუნისმიერი//უკანაალვეოლარული | r [ʐ] ჟ | sh [ʂ] შ |
რბილსასისმიერი//ველარული | h [kʰ] ხ |
ცალეულებს ქმნიან ნარნარა თანხმოვნებიც: ნ [n], ნგ[ŋ] რ [r], ლ [l], მ [m].
თანამედროვე სალიტერატურო ჩინურში 21 თავკიდურა (ინიციალი) თანხმოვანი ბგერაა. ცხრილებში (იხ. ქვემოთ) თითეული ინიციალი მოცემულია ლათინიზებული ჩინური ანბანით, რომელსაც ფინინს უწოდებენ, შემდეგ - საერთაშორისო ფონეტიკური ანბანით, რომელსაც მოსდევს ქართული ტრანსლიტერირებული ჩანაწერი.
სირთულეს ქმნის ფინინი, რომელიც ბოლომდე არ მისდევს ბგერათა ლათინურად ტრანსლიტერაციის წესს, რაც მიუჩვეველ მკითხველს თავიდან ხელს უშლის ჩანაწერის სწორად აღქმაში. მაგალითად, არაფშვინვიერი ყრუ ხშულები პ [p], ტ [t] , კ [k] ლათინურად გადმოიცემა b, d, g ლიტერებით, რომლებიც ტრადიციულ ტრანსლიტერირებულ სისტემებში აღნიშნავენ მჟღერ ხშულ თანხმოვნებს: ბ [b], დ [d], გ [g]. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ძ=j, წ=z, ჭ=zh, ჟ=r და ხ=h თანხმოვნების გადმოცემისას, როგორც ეს თითოეულისათვის ფრჩხილებში მიწერილი ფინინის გრაფემებიდან ჩანს. გაწაფვის შემდეგ ფინინის ეს თავისებურება დიდ წინააღმდეგობად აღარ ჩანს, თუმცა ზოგჯერ შეცდომის მიზეზიც ხდება, მაგალითად: 北京 Beijing პეკინი, პეიძინგი (შეცდომაა: ბეიჟინგი//ბეიჯინგი ), 深圳 Shenzhen შენჭენი (შეცდომაა: შენჟენი),枣庄 Zaozhuang წაოჭუანგი (შეცდომაა: ზაოჟუანგი).
ცხრილი 3. ჩინური ენის ინიციალები
ფინინი CPA | b | p | m | f | d | t | n | l | g | k | h | j | q | x | zh | ch | sh | r | z | c | s |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
IPA | p | pʰ | m | f | t | tʰ | n | l | k | kʰ | x | ͡tɕ | ͡tɕʰ | ɕ | ͡ʈʂ | ͡ʈʂʰ | ʂ | ʐ | ͡ts | ͡tsʰ | s |
ჩინური მარცვლის ფინალები (ხმოვნები)
რედაქტირებამარცვლის ბოლოკიდური შეიძლება წარმოდგენილი იყოს მარტივი ხმოვნებით (a o e i u), დიფთონგებით (ai, ei, ia, io, ie) ან ტრიფთონგებით (yao, you). ამას გარდა, ფინალი ზოგჯერ ხმოვნისა და n (ნ), ng (ნგ), ან r (რ) თანხმოვნისგან შედგება (en, ang, eng, yin, yang, ying), იხილეთ ცხრილი 4.
ზოგიერთი ხმოვანი თვითონ ქმნის მარცვალს, ესენია: i, u, ü, რომლებიც წერისა და ლათინური ტრანსლიტერაციის დროს გამოირჩევიან, როგორც განსაკუთრებული მარცვლის შემქმნელი ხმოვნები: yi, wu, yu.
ცხრილი 4. ჩინური ენის ფინალები
i /i/ | u /u/ | ü /y/ | ||
-i /ʅ/ ინიციალების zh, ch, sh, r შემდეგ | ||||
-i /ɿ/ ინიციალების z, c, s შემდეგ | ||||
a /ä/ | ia /i̯ä/ | ua /u̯ ä/ | ||
o /ɔ/ | uo /u̯ o/ | |||
e /ɤ/ | ie /i̯e/ | üe /ye̹ / | ||
er /ɐɚ̯ / | ||||
ai /ai̯/ | uai /u̯ aɪ̯ / | |||
ei /ei̯/ | uei (ui) /u̯ eɪ̯ / | |||
ao /ɑu̯ / | iao /i̯ɑʊ̯ / | |||
ou /ou̯ / | iou (iu) /i̯oʊ̯ / | |||
an /an/ | ian /i̯æn/ | uan /u̯ an/ | üan /yɐn/ | |
en /ən/ | in /in/ | uen /u̯ ən/ (un) | ün /yn/ | |
ang /ɑŋ/ | iang /i̯ɑŋ/ | uang /u̯ ɑŋ/ | ||
eng /əŋ/ | ing /iŋ/ | ueng /u̯ əŋ/ | ||
ong /ʊŋ/ | iong /i̯ʸʊŋ/ |
ჩინური ენის მარცვალი
რედაქტირებათანამედროვე ჩინურ სალიტერატურო ენაში 39 ფინალია, რომლებიც კომბინაციას ქმნის 21 ინიციალთან. ქვემოთ მოცემულია მარცვლის შემქმნელი ინიციალების (თავკიდურებისა) და ფინალების (ბოლოკიდურების) კომბინაციათა ცხრილი. თანამედროვე სალიტერატურო ჩინურში 400 ასეთი კომბინაციაა, რომლებიც 1200-ზე მეტი იეროგლიფი გადმოსცემს. იხ. ცხრილი 5.
ცხრილი 5. ჩინური ენის მარცვლები
თავკიდურები (ინიციალები) | |||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
∅ ინიც. | b | p | m | f | d | t | n | l | g | k | h | j | q | x | zh | ch | sh | r | z | c | s | ||
ბოლოკიდურები
|
a | a ა |
ba პა |
pa ფა |
ma მა |
fa ფა |
da ტა |
ta თა |
na ნა |
la ლა |
ga კა |
ka ქა |
ha ხა |
zha ჭა |
cha ჩა |
sha შა |
za წა |
ca ცა |
sa სა | ||||
o | o | bo პო |
po ფო |
mo მო |
fo ფო |
||||||||||||||||||
e | e | me მე |
de ტე |
te თე |
ne ნე |
le ლე |
ge კე |
ke ქე |
he ხე |
zhe ჭე |
che ჩე |
she შე |
re ჟე |
ze წე |
ce ცე |
se სე | |||||||
ê | |||||||||||||||||||||||
ai | ai აი |
bai პაი |
pai ფაი |
mai მაი |
dai ტაი |
tai თაი |
nai ნაი |
lai ლაი |
gai კაი |
kai ქაი |
hai ხაი |
zhai ჭაი |
chai ჩაი |
shai შაი |
zai წაი |
cai ცაი |
sai საი | ||||||
ei | ei ეი |
bei პეი |
pei ფეი |
mei მეი |
fei ფეი |
dei ტეი |
nei ნეი |
lei ლეი |
gei კეი |
hei ხეი |
zhei ჭეი |
shei შეი |
zei წეი |
||||||||||
ao | ao აო |
bao პაო |
pao ფაო |
mao მაო |
dao ტაო |
tao თაო |
nao ნაო |
lao ლაო |
gao კაო |
kao ქაო |
hao ხაო |
zhao ჭაო |
chao ჩაო |
shao შაო |
rao ჟაო |
zao წაო |
cao ცაო |
sao საო | |||||
ou | ou ოუ |
pou ფოუ |
mou მოუ |
fou ფოუ |
dou ტოუ |
tou თოუ |
nou ნოუ |
lou ლოუ |
gou კოუ |
kou ქოუ |
hou ხოუ |
zhou ჭოუ |
chou ჩოუ |
shou შოუ |
rou ჟოუ |
zou წოუ |
cou ცოუ |
sou სოუ | |||||
an | an ან |
ban პან |
pan ფან |
man მან |
fan ფან |
dan ტან |
tan თან |
nan ნან |
lan ლან |
gan კან |
kan ქან |
han ხან |
zhan ჭან |
chan ჩან |
shan შან |
ran ჟან |
zan წან |
can ცან |
san სან | ||||
en | en ენ |
ben პენ |
pen ფენ |
men მენ |
fen ფენ |
nen ნენ |
gen კენ |
ken ქენ |
hen ხენ |
zhen ჭენ |
chen ჩენ |
shen შენ |
ren ჟენ |
zen წენ |
cen ცენ |
sen სენ | |||||||
ang | ang ანგ |
bang პანგ |
pang ფანგ |
mang მანგ |
fang ფანგ |
dang ტანგ |
tang თანგ |
nang ნანგ |
lang ლანგ |
gang კანგ |
kang ქანგ |
hang ხანგ |
zhang ჭანგ |
chang ჩანგ |
shang შანგ |
rang ჟანგ |
zang წანგ |
cang ცანგ |
sang სანგ | ||||
eng | eng ენგ |
beng პენგ |
peng ფენგ |
meng მენგ |
feng ფენგ |
deng ტენგ |
teng თენგ |
neng ნენგ |
leng ლენგ |
geng კენგ |
keng ქენგ |
heng ხენგ |
zheng ჭენგ |
cheng ჩენგ |
sheng შენგ |
reng ჟენგ |
zeng წენგ |
ceng ცენგ |
seng სენგ | ||||
er | er ერ |
||||||||||||||||||||||
i | yi ი |
bi პი |
pi ფი |
mi მი |
di ტი |
ti თი |
ni ნი |
li ლი |
ji ძი |
qi ცი |
xi სი |
zhi ჭი |
chi ჩი |
shi ში |
ri ჟი |
zi წი |
ci ც, ცჰი |
si ს, სჰი | |||||
ia | ya ია |
lia ლია |
jia ძია |
qia ცია |
xia სია |
||||||||||||||||||
io | yo იო |
||||||||||||||||||||||
ie | ye იე |
bie პიე |
pie ფიე |
mie მიე |
die ტიე |
tie თიე |
nie ნიე |
lie ლიე |
jie ძიე |
qie ციე |
xie სიე |
||||||||||||
iao | yao იაო |
biao პიაო |
piao ფიაო |
miao მიაო |
diao ტიაო |
tiao თიაო |
niao ნიაო |
liao ლიაო |
jiao ძიაო |
qiao ციაო |
xiao სიაო |
||||||||||||
iu | you იოუ |
miu მიოუ |
diu ტიოუ |
niu ნიოუ |
liu ლიოუ |
jiu ძიოუ |
qiu ციოუ |
xiu სიოუ |
|||||||||||||||
ian | yan იენ |
bian პიენ |
pian ფიენ |
mian მიენ |
dian ტიენ |
tian თიენ |
nian ნიენ |
lian ლიენ |
jian ძიენ |
qian ციენ |
xian სიენ |
||||||||||||
in | yin ინ |
bin პინ |
pin ფინ |
min მინ |
nin ნინ |
lin ლინ |
jin ძინ |
qin ცინ |
xin სინ |
||||||||||||||
iang | yang იანგ |
niang ნიანგ |
liang ლიანგ |
jiang ძიანგ |
qiang ციანგ |
xiang სიანგ |
|||||||||||||||||
ing | ying ინგ |
bing პინგ |
ping ფინგ |
ming მინგ |
ding ტინგ |
ting თინგ |
ning ნინგ |
ling ლინგ |
jing ძინგ |
qing ცინგ |
xing სინგ |
||||||||||||
u | wu უ |
bu პუ |
pu ფუ |
mu მუ |
fu ფუ |
du ტუ |
tu თუ |
nu ნუ |
lu ლუ |
gu კუ |
ku ქუ |
hu ხუ |
zhu ჭუ |
chu ჩუ |
shu შუ |
ru ჟუ |
zu წუ |
cu ცუ |
su სუ | ||||
ua | wa ვა |
gua კუა |
kua ქუა |
hua ხუა |
zhua ჭუა |
chua ჩუა |
shua შუა |
||||||||||||||||
uo | wo ვო |
duo ტუო |
tuo თუო |
nuo ნუო |
luo ლუო |
guo კუო |
kuo ქუო |
huo ხუო |
zhuo ჭუო |
chuo ჩუო |
shuo შუო |
ruo ჟუო |
zuo წუო |
cuo ცუო |
suo სუო | ||||||||
uai | wai ვაი |
guai კუაი |
kuai ქუაი |
huai ხუაი |
zhuai ჭუაი |
chuai ჩუაი |
shuai შუაი |
||||||||||||||||
ui | wei ვეი |
dui ტუეი |
tui თუეი |
gui კუეი |
kui ქუეი |
hui ხუეი |
zhui ჭუეი |
chui ჩუეი |
shui შუეი |
rui ჟუეი |
zui წუეი |
cui ცუეი |
sui სუეი | ||||||||||
uan | wan ვან |
duan ტუან |
tuan თუან |
nuan ნუან |
luan ლუან |
guan კუან |
kuan ქუან |
huan ხუან |
zhuan ჭუან |
chuan ჩუან |
shuan შუან |
ruan ჟუან |
zuan წუან |
cuan ცუან |
suan სუან | ||||||||
un | wen ვენ |
dun
|
tun თუნ |
lun ლუნ |
gun კუნ |
kun ქუნ |
hun ხუნ |
zhun ჭუნ |
chun ჩუნ |
shun შუნ |
run ჟუნ |
zun წუნ |
cun ცუნ |
sun სუნ
| |||||||||
uang | wang ვანგ |
guang კუანგ |
kuang ქუანგ |
huang ხუანგ |
zhuang ჭუანგ |
chuang ჩუანგ |
shuang შუანგ |
||||||||||||||||
ong | weng ვენგ |
dong ტუნგ |
tong თუნგ |
nong ნუნგ |
long ლუნგ |
gong კუნგ |
Kon g ქუნგ |
hong ხუნგ |
zhong ჭუნგ |
chong ჩუნგ |
rong ჟუნგ |
zong წუნგ |
cong ცუნგ |
song სუნგ | |||||||||
ü | yu იუ |
nü ნიუ | lü
ლიუ |
ju ძიუ |
qu ციუ |
xu სიუ |
|||||||||||||||||
üe | yue იუე |
nüe ნიუე |
lüe ლიუე |
jue ძიუე |
que ციუე |
xue სიუე |
|||||||||||||||||
üan | yuan იუენ |
lüan ლუენ |
juan ძიუენ |
quan ციუენ |
xuan სიუენ |
||||||||||||||||||
ün | yun იუნ |
lün ლუნ |
jun ძიუნ |
qun ციუნ |
xun სიუნ |
||||||||||||||||||
iong | yong იუნგ |
jiong ძიუნგ |
qiong ციუნგ |
xiong სიუნგ |
|||||||||||||||||||
∅ ინიც. | b | p | m | f | D | t | n | l | g | k | H | j | q | x | zh | ch | sh | r | z | c | s | ||
თავკიდურები (ინიციალები) |
ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
რედაქტირებაქვემოთ მოცემული ცხრილის პირველ ნაწილში გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: ჩინურ ენაში არსებობს ფინალთა სამი ტიპი: საკუთარი სახელის აღმნიშვნელი ფინალები, საზოგადო სახელების აღმნიშვნელი ფინალები და მნიშვნელობის არმქონე ფინალები. ცხრილში მოცემულია ფინალების სამივე სახეობა იმის გათვალისწინებით, რომ ეს თუ ის მეტყველების ნაწილი შეიძლება გარკვეულ კონტექსტში შეიძლება საკუთარ სახელად იქცეს. ასეთ შემთხვევაში სახელი ჩვენს ინტერესთა სფეროში ექცევა, რადგან იქმნება მისი ტრანსლიტერაციის საჭიროება.
★ | (ვარსკვლავით) აღინიშნება ის მარცვლები რომლებიც საკუთარ სახელებში არ გამოიყენება, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალეთ ცხრილში მათი შეტანა ამ მარცვლების ჩინურ ენაში არსებობის საჩვენებლად. ამას გარდა, არ არის გამორიცხული ამ მარცვლების შემცველი საზოგადო სახელები გამოყენებული იქნეს საკუთარი სახელების ფუნქციით. | |
* | (ფიფქით) გადმოიცემა ის ფინალები, რომლებიც არ შეიცავენ მარცვლებს. |
ცხრილი 6.
ჩინური იეროგლიფი/ჩინური ფინინის ანბანი, მარცვალი 汉字/拼音字母和音节 | ჩინური ფონეტიკური ანბანი
CPA 拼音字母 |
საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი
IPA 国际音标 |
ქართული შესატყვისი 相应的格文字母 | მაგალითები 例子 (专名) | შენიშვნები 注释 |
---|---|---|---|---|---|
阿 a ა | a | /ä/ | ა | 阿坝 Aba აპა (გეოგრ.) | |
爱 ai აი | /a/ | 爱辉 Aihui აიხუეი (გეოგრ.) | |||
安 an ან | 安徽 Anhui ანხუეი (გეოგრ.) | ||||
昂 ang ანგ | /ɑ/ | 昂玲 Angling ანგლინგი (პირ.) | |||
熬 ao აო | 敖汉旗 Aohanqi აოხანცჰი (გეოგრ.) | ||||
-ian* -იენ | /æ/ | ე | 咸 xian — 咸阳 Xianyang სიენიანგი (გეოგრ.) | დამოუკიდებლად ეს ფინალი საერთოდ არ გამოიყენება. იგი ინიციალთან ერთად იკითხება როგორც ‘იენ’ (იხ. მოცემული მაგალითი) | |
峨 e ე | e | /ɤ/ | ე | 峨眉山 Emeishan ემეიშანი (გეოგრ.) | |
诶 ei ეი | /e/ | 诶 ei ეი ★ | |||
恩 en ენ | /ə/ | 恩施 Enshi ენში (გეოგრ.) | |||
鞥 eng ენგ | 鞥 eng ენგი „აღვირი“ ★ | ||||
洱 er ერ | /ɐ/ | 洱源 Eryuan ერიუენი (გეოგრ.) | |||
哦 o ო | o | /ɔ/ | ო | 哦 o „ო“ (შორისდ.) ★ | |
欧 ou ოუ | /o/ | 欧阳 Ouyang ოუიანგი (პირ.) | |||
-ong* -უნგ | [ʊ] | უ | 龙 long — 黑龙江 Heilongjiang ხეილუნგძიანგი (გეოგრ.) | ‘o’ ყველგან იკითხება როგორც ‘ო’, მხოლოდ ცხვირისმიერი (-ng) ‘- ნგ’-ს წინ იკითხება როგორც ‘უ’; | |
-u* -უ | u | [u] |
吴 wu — 吴 Wu უ (პირ.) |
||
-u* -იუ | [y] | იუ |
居 ju — 居庸关 Juyongguan ძიუიუნგკუანი (გეოგრ.) |
||
-ü* -იუ | ü | [y] | იუ |
吕 lü — 吕 Lü ლიუ (პირ.) |
|
-in* -ინ |
-i | /i/ | ი |
林 lin — 吉林 Jilin ძილინი (გეოგრ.) |
|
-ei* -ეი |
/i̯/ |
雷 lei — 雷 Lei ლეი (პირ.) |
|||
-iu * -იოუ | 丘 qiu — 商丘 Shangqiu შანგციოუ (გეოგრ.) | -iu ერთად იკითხება როგორც იოუ [io̯ ʊ̯ ] | |||
-i ინიციალების zh, ch, sh, r შემდეგ* -ი | /ʅ/ |
纸 zhi — 白纸坊 Baizhifang პაიჭიფანგი (გეოგრ.) |
|||
-i ინიციალების z, c, s შემდეგ* | /ɿ/ |
淄 zi — 淄博 Zibo წიპო (გეოგრ.) |
|||
雅 ya ია |
y | [ i̯ ] | ი |
雅 Ya ია (პირ.) |
|
于 yu იუ |
’[y] |
于 Yu იუ (პირ.) |
|||
瓦 wa ვა |
w | [u̯ ] | ვ |
瓦房店 Wafangdian ვაფატიენი (გეოგრ.) |
|
武 wu უ | ∅ | უ | 武汉 Wuhan უხანი (გეოგრ.) | wu ეს თანმიმდევრობა ქართულში გადმოიცემა უ ხმოვნით. | |
巴 ba პა |
b | [p] | პ |
巴金 Bajin პაძინი (პირ.) |
ტრადიციის ძალით ვინარჩუნებთ ქალაქის სახელად პეკინს და არა პეიძინგს (თუმცა ორივე ფორმა სწორია) |
琶 pa ფა |
p | [pʰ] | ფ |
琵琶 Pipa ფიფა (მუს. ინსტ.) |
|
马 ma მა |
m | [m] | მ |
马 Ma მა (პირ.) |
|
法 fa ფა |
f | [f] | ფ |
法库 Faku ფაქუ (გეოგრ.) |
|
大 da ტა |
d | [t] | ტ |
大连 Dalian ტალიენი (გეოგრ.) |
|
塔 ta თა |
t | [tʰ] | თ |
雷峰塔 Leifengta ლეიფენგთა (გეოგრ.) |
ტრადიციულად გამოყენებული ტაივანი და ტიანშანი თანდათანობით უნდა ჩანაცვლდეს თაივანი და თიენშანი ფორმებით. |
纳 na ნა |
n | [n] | ნ |
纳木错 Namucuo ნამუცუო (გეოგრ.) |
ტრადიციის ძალით ვინარჩუნებთ ქალაქის სახელად ნანკინს და არა ნანძინგს, თუმცა ორივე ფორმა სწორია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში საკუთარი სახელი Nü იწერება, როგორც Nyu, რომელიც ქართულად უნდა გადმოვიდეს როგორც: ნიუ; ხოლო Nüe დოკუმენტებში ენაცვლება Nye და ქართულად შეესატყვისება: ნიუე |
拉 la ლა |
l | [l] | ლ |
拉萨 Lasa ლასა (გეოგრ.) |
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში საკუთარი სახელი Lü იწერება როგორც Lyu, ქართულად შეესატყვისება ლიუ; ხოლო Lüe როგორც Lye და ქართულად გადმოიცემა როგორც ლიუე |
尕 ga კა |
g | [k] | კ |
扎尕那 Zhagana ჭაკანა (გეოგრ.) |
|
喀 ka ქა |
k | [kʰ] | ქ |
喀什 Kashi ქაში (გეოგრ.) |
|
哈 ha ხა |
h | [x] | ხ |
齐齐哈尔 Qiqiha’er ციციხარი (გეოგრ.) |
|
吉 ji ძი |
j | [tɕ] | ძ |
吉林 Jilin ძილინი (გეოგრ.) |
ამ ბოლო დროს არის მცდელობა საქართველოს აღსანიშნავად გამოიყენონ მსოფლიოში გავრცელებული ვერსია Georgia 乔治亚 Qiaozhiya „ციაოჭიია“ |
齐 qi ცი |
q | [tɕʰ] | ც |
齐齐哈尔 Qiqiha’er ციციხარი (გეოგრ.) |
საქართველოს აღსანიშნავად გამოიყენებული სახელების შესახებ ჩინურში იხ. შენიშვნაა ზემოთ. |
西 xi სი |
x | [ɕ] | ს |
习近平 სი ძინფინგი (პირ.) |
სი ძინფინგი ჩინეთის პრეზიდენტი |
扎 zha ჭა |
zh | [ʈʂ] | ჭ |
扎陵湖 Zhalinghu (გეოგრ.) |
|
查 cha ჩა |
ch |
[ʈʂʰ] |
ჩ |
查干湖 Chaganhu ჩაკანხუ (გეოგრ.) |
|
沙 sha შა |
sh |
[ʂ] | შ |
沙县 Shaxian შასიენი (გეოგრ.) |
ტრადიციის გათვალისწინებით რჩება შანხაი (სწორი დაწერილობა იქნებოდა: შანგხაი)
|
冉 ran ჟან |
r |
[ʐ] |
ჟ |
冉 Ran ჟანი (პირ.) |
|
杂 za წა |
z |
[ts] |
წ |
杂志 zazhi წაჭი „ჟურნალი“ ★ |
გამონაკლისია რუსულის გავლენით დამკვიდრებული მაო ძედუნი |
擦 ca ცა |
c | [tsʰ] | ც |
擦罗乡 Caluoxiang ცალუოსიანგი |
|
萨 sa სა |
s | [s] | ს |
萨 Sa სა (პირ.) |
|
洱 er ერ | r | /ɚ̯ / | რ | 洱 源 Eryuan ერიუენი (გეოგრ.) |