ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „Koxreee“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. Koxreee ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ფაილი:Ვასილ კიკვიძე.jpg
ვასილ კიკვიძე

ვასილ კიკვიძე (დ. 28 თებერვალი, 1895, ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია - გ. 12 იანვარი, 1919. დაკრძალულია ვაკანგის სასაფლაოზე, მოსკოვში) ესერის წევრი, საბჭოთა რევოლუციის გმირი, მეთაურობდა წითელი არმიის სხვადასხვა დანაყოფებს, მიიღო მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში და სასიკვდილოდ დაიჭრა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთის იმპერიის, ქუთაისის მაზრის, ქ.ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში(1914-1918), მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად, იყო მემარცხენე ესერი. არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. 1917 წელს აირჩიეს მე-6 ცხენოსანი დივიზიის ჯარისკაცთა კომიტეტის თავჯდომარედ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის დეკემბერ-1918 წლის მარტში როვნოსა და დუბნოს რაიონებში კონტრევოლუციონერულ რადას ჯარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში მეთაურობდა როვნოს წითელარმიელთა რაზმს, რომელმაც გაანთავისუფლა ქალაქები: ზდოლბუნოვი, სარნი და მონაწილეობა მიიღო ჟიტომირის განთავისუფლებაში. 1918 წლის მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას, ხოლო 1919 წლის აპრილის დამდეგს მეთაურობდა ლებედინ-ახტირკის რაიონის ჯარებს, მას ექვემდებარებოდა აგრეთვე მე-5 და დონის I-ლი არმიები. 1918 წლის მაისში ყოფილი მე-4 არმიის ბაზაზე შექმნა და სათავეში ჩაუდგა დივიზიას, რასაც შემდგომში მე-16 მსროლელი დივიზია ეწოდა. 1918 წლის ივნის - 1919 წლის იანვარში კიკვიძის დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ პ. კრასნოვის თერთგვარდიელთა არმიას. ვასილ კიკვიძე დაიღუპა ბრძოლაში. მისი სახელი ეწოდა მე-16 მსროლელ დივიზიას.