მომუნ აბდულ გაიუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მომუნ აბდულ გაიუმი (მალდ. މައުމޫން ޢަބްދުލް ޤައްޔޫމް; დაბადებით აბდულა მომუნ ხაირი; დ. 29 დეკემბერი, 1937) — მალდიველი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და მკვლევარი, რომელიც იყო მალდივის მესამე პრეზიდენტი 1978-2008 წლებში. მანამდე მსახურობდა ტრანსპორტის მინისტრად 1977-1978 წლებში და მალდივის მუდმივ წარმომადგენლად გაეროში 1976-1977 წლებში. ექვსი საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ გაიუმი გახდა ადამიანი, რომელიც აზიაში ყველაზე დიდხანს იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მომუნ აბდულ გაიუმი
მალდ. މައުމޫނު އަބްދުލް ގައްޔޫމް
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1937(1937-12-29)[1] (86 წლის)
დაბადების ადგილი მალე
მოქალაქეობა  მალდივის რესპუბლიკა
განათლება ალ-აზჰარის უნივერსიტეტი, Royal College, Colombo, Dhaka College და The American University in Cairo
მეუღლე/ები Nasreena Ibrahim
შვილ(ებ)ი Ahmed Faris Maumoon, Dunya Maumoon, Yumna Maumoon და Mohamed Ghassan Maumoon
ჯილდოები Knight Grand Cross of the Order of St Michael and St George, Grand Order of Mugunghwa, Order of Distinguished Rule of Ghaazee, Sri Lanka Mitra Vibhushana და Global 500 Roll of Honour

გაიუმი დაიბადა და გაიზარდა მალეში. ნიგერიაში აჰმადუ ბელოს უნივერსიტეტში მოღვაწეობის შემდეგ, 1971 წელს დაბრუნდა მალდივში და ამინიას სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. შემდეგ დაინიშნა სამთავრობო სამანქანო დეპარტამენტის მენეჯერად. 1973 წელს იმდროინდელი პრეზიდენტ ნასირის პოლიტიკის კრიტიკისთვის იგი დააკავეს. შემდეგ გაასახლეს მაკუნუჰუში ოთხი წლით, მაგრამ ხუთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს ამნისტიის ფარგლებში. 1974 წელს კვლავ დააპატიმრეს ნასირის პოლიტიკის კრიტიკისთვის, მაგრამ 50 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და 1975 წელს დაინიშნა სპეციალურ მდივნად პრემიერ-მინისტრის აპარატში.

გაიუმი იყო მალდივის ელჩის მოადგილე შრი-ლანკაში და დაინიშნა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილედ მინისტრ ჰასან ზარეერის დაქვემდებარებაში. 1976 წელს დაინიშნა მალდივის მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. ტრანსპორტის მინისტრის პოსტის გათავისუფლების შემდეგ, გაიუმი დანიშნეს ამ თანამდებობაზე. პრეზიდენტ ნასირის მიერ არჩევნებში თავის კანდიდატურის წამოუყენებლობის შემდეგ, მოქალაქეთა კრებამ გაიუმი აირჩია კანდიდატად. 1978 წლის ივლისში გაიუმმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები 92,96 % ხმით.

მის ადმინისტრაციაში ეკონომიკური პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებდა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურიზმს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. მან გაატარა საგანმანათლებლო რეფორმები, რომლებმაც გაზარდა დაწყებით და საშუალო განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესა ჯანდაცვა ახალი სამედიცინო დაწესებულებების გახსნით. პოლიტიკური არეულობისა და დემოკრატიის გაფართოების მოთხოვნების საპასუხოდ, გაიუმი იწყებს კონსტიტუციურ რეფორმებს, რომლებიც გადადიოდა საპრეზიდენტო სისტემიდან ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემაზე, პოლიტიკური მონაწილეობისა და გამჭვირვალობის გასაზრდელად. თუმცა, მისი პრეზიდენტობა კრიტიკის ქვეშ იყო პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვისა და ოპოზიციის ჩახშობის გამო. 1988 წლის გადატრიალების მცდელობამ ხელი შეუწყო შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. 2004 წლის წყალდიდობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის ადმინისტრაციაზე, რამაც გამოიწვია მთლიანი შიდა პროდუქტის 62 %-ის დაკარგვა და თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული განვითარების გაუქმება, რამაც გარდაქმნა მისი პოლიტიკა და მოითხოვა მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები. მიუხედავად გამოწვევებისა, გაიუმის ხანგრძლივი პრეზიდენტობა, მკაცრი პოლიტიკა და ადამიანის უფლებების დარღვევები მას დიქტატორის რეპუტაციას სძენდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ ნაშიდის მიერ დამარცხების შემდეგ, რაც მალდივის პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, გაიუმი დაბალი საჯარო პროფილის გახდა. 2018 წელს გაიუმი დააპატიმრეს მთავრობის დამხობის შეთქმულების ბრალდებით, 2018 წლის პოლიტიკური კრიზისის ფარგლებში და მიესაჯა 19-თვიანი პატიმრობა მართლმსაჯულების ხელშეშლისთვის პოლიციასა და სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის გამო. 2018 წლის სექტემბერში მოათავსეს საშინაო პატიმრობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გაათავისუფლეს პირობით იმავე თვეში. 2018 წლის ოქტომბერში გამართლდა ყველა ბრალდებისგან.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მაუმუნ აბდულ გაიუმი დაიბადა როგორც აბდულა მამუნ ხაირი 1937 წლის 29 დეკემბერს, მამამისის სახლში მაჩანგოალჰში, მალეში.[2] იგი იყო აბდულ გაიუმ იბრაჰიმისა და ხადიჯა მუსას პირველი შვილი. მისი მამა იყო იურისტი და მე-7 გენერალური პროკურორი მალდივში 1950-1951 წლებში. გაიუმი მოდის ჰილალისა და დჰიამიგილის დინასტიებიდან, არაბული და აფრიკული წარმოშობით.[3]

განათლება

რედაქტირება

10 წლის ასაკში, 1947 წელს, გაიუმს მიეცა სამთავრობო სტიპენდია კაიროში სასწავლებლად. 1948 წლის არაბ-ისრაელის ომის გამო, იგი ორ ნახევარ წელს გაატარებს კოლომბოში, შრი-ლანკაში, სადაც სწავლობს ბუონა-ვისტას კოლეჯში გაბლეში და როიალ-კოლეჯში კოლომბოში. გაიუმი ჩავა კაიროში 1950 წლის 6 მარტს, 12 წლის ასაკში.[4] კაიროში ჩასვლისას, ჩაირიცხა ალ-აზჰარის უნივერსიტეტში, სადაც დაასრულა პირველი საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხები ისლამურ შარიათსა და სამართალში. გაიუმი ამავე ინივერსიტეტში დარეგისტრირდა როგორც დოქტორანტი.[4] თუმცა, როდესაც იბრაჰიმ ნასირის მთავრობამ აღიარა ისრაელი და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, გაიუმმა გამოხატა მკაცრი წინააღმდეგობა წერილის გზით ნასირისადმი. შედეგად მას აუკრძალეს მალდივში შესვლა და მოხვდა სამთავრობო შავ სიაში, რამაც აიძულა ცხოვრება გაეგრძელებინა საზღვარგარეთ ოცდაოთხი წლის განმავლობაში.[4] ალ-აზჰარის უნივერსიტეტში ყოფნის დროს, გაიუმი ასევე ექვს თვეს ატარებს არაბული ენის შესწავლაზე და შემდგომ უერთდება ფაკულტეტს, რომელსაც ამთავრებს 1966 წელს. ამასთან, მან მიიღო მეორეული დონის სერთიფიკატი ინგლისურ ენაში კაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან.[5]

პოლიტიკა

რედაქტირება

გაიუმი მალდივის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი გახდა 1978 წლის 11 ნოემბერს, 12:00 საათზე. და ამ ტანამდებობაზე დარჩა ექვსი ვადით, 2008 წლამდე.[6][7] 2008 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში დაამარცხა მოჰამედ ნაშიდმა.

მოჰამედ ნაშიდის ინაუგურაციის შემდეგ 2008 წლის 11 ნოემბერს, გაიუმი გადავიდა საკუთარ კერძო რეზიდენციაში მალეში.[8] გაიუმი რეგულარულად ჩნდებოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე მალეში, სანამ 2018 წელს არ დააპატიმრეს.[9]

2010 წელს გაიუმმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია "მომუნ ფაუნდეიშენი" მალდიველი ხალხის საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის, გამოიყენა საკუთარი რესურსები, კონტაქტები და გამოცდილება.[10]

2010 წლის თებერვალში გაიუმმა გამოაცხადა, რომ ტოვებს მალდივის პოლიტიკას.[11]

2018 წლის 13 ივნისს გაიუმს მიესაჯა 19 თვიანი პატიმრობა "მართლმსაჯულების ხელშეშლისთვის" პოლიციასა და სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის გამო.[12] 2018 წლის სექტემბერში მიუსაჯეს შინაპატიმრობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.[13] 2018 წლის 30 სექტემბერს გაიუმი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო 18 ოქტომბერს სასამართლომ გაამართლა.[14][15][16][17]

1965 წელს, 27 წლის ასაკში, გაიუმმა გაიცნო 15 წლის ნასრინა იბრაჰიმი კაიროში, სადაც ის სწავლობდა. ოთხი წლის შემდეგ, 1969 წლის 14 ივლისს, წყვილი დაქორწინდა კაიროში.[18] ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ნიგერიაში, რათა გაიუმს სწავლა გაეგრძელებინა აჰმადუ-ბელოს უნივერსიტეტში.[19]

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 1970 წლის 20 მარტს, მაუმუნ აბდულ გაიუმს და ნასრინას პირველი შვილები, ტყუპები დუნია და იუმნა შეეძინათ.[20] მათი პირველი ვაჟი, აჰმედ ფარისი, 1971 წლის 31 მარტს მალეში დაიბადა, ხოლო მეორე ვაჟი, მოჰამედ ღასანი, 1980 წლის 12 ივნისს, გაიუმის საპრეზიდენტო პერიოდში.[21]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Munzinger Personen
  2. The President – Family (10 October 2004). ციტირების თარიღი: 19 September 2024
  3. Adam, Ibrahim (30 March 2020). „ރައީސް މައުމޫނުގެ އަސްލު ނަންފުޅު އެނގޭތަ؟“ [Do you know President Maumoon's real name?]. Dhiyares (დივეჰი). ციტირების თარიღი: 17 October 2024.
  4. 4.0 4.1 4.2 Ibrahim, Shihad. ޤަރުނުގެ އަގުނުކުރެވޭ ހިދުމަތްތެރިޔާ: އަލްއުސްތާޛު މައުމޫން އަބުދުލް ޤައްޔޫމް dv (2 July 2014). ციტირების თარიღი: 17 October 2024
  5. Personal Details.
  6. „A look at the swearing-in of presidents“. Gaumee.com (დივეჰი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2024. ციტირების თარიღი: 2 October 2024.
  7. Abdulla, Shaina (1 November 2018). „Remember, remember, the 11th of November“. The Edition (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2024. ციტირების თარიღი: 1 October 2024.
  8. Lubna, Hawwa (20 October 2011). „އެންދެރިމާގެއަށް ގެއްލުންދިނީ އެމްޑީޕީ ނަމުގައި އޮވެ، ސަރުކާރުން: މައުމޫން“ [Endherimaage was damaged in the name of MDP, by the government: Maumoon]. Sun (დივეჰი). ციტირების თარიღი: 17 October 2024.
  9. Rasheed, Rushdha (31 January 2017). „Can Maumoon afford to remain silent?“. Raaje Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2024. ციტირების თარიღი: 5 October 2024.
  10. Abdulla, Shaina. „Gayoom's foundation opens 80 scholarships“. Avas Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2024. ციტირების თარიღი: 10 May 2017. ციტატა: „The Maumoon Foundation (TMF) is a non-profit charitable institution set up on 26 January 2010 by the former president Maumoon Abdul Gayoom, to fulfil his desire to utilize his resources, contacts and experience in improving the livelihoods of the Maldivian people.“
  11. JJ Robinson (17 February 2010). „Thasmeen endorsed as DRP leader and presidential candidate“. ციტირების თარიღი: 11 October 2024.
  12. „Former Maldives President Sentenced For Obstruction Of Justice“. NDTV. 14 June 2018. ციტირების თარიღი: 14 June 2024.
  13. Malsa, Mariyam (27 September 2018). „Complaint against MCS commissioner over barring ex-pres shift to house arrest“. The Edition. ციტირების თარიღი: 14 June 2024.
  14. „Maumoon Abdul Gayoom: Former Maldives president released on bail“. BBC News (ინგლისური). 30 September 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2023. ციტირების თარიღი: 25 December 2022.
  15. „Maldives high court frees Gayoom on bail“. Avas Online. ციტირების თარიღი: 30 September 2018.
  16. „Maldives High Court frees Gayoom, Faris on bail“. Maldives Independent. ციტირების თარიღი: 30 September 2018.
  17. „Maldives High Court overturns conviction to free Gayoom“. Avas Online. ციტირების თარიღი: 18 October 2019.
  18. Rehan, Mohamed (20 July 2022). „ރައީސް މައުމޫނުގެ ދެކަނަބަލުންގެ ކައިވެނިފުޅަށް 53 އަހަރު“ [53 years of marriage between President Maumoon and Nasreena Ibrahim]. Channel News Maldives (დივეჰი). ციტირების თარიღი: 17 October 2024.
  19. „ރައީސް މައުމޫން އާއި ނަސްރީނާގެ ކައިވެނިފުޅަށް 55 އަހަރު ފުރުމުގެ އުފާ އާއިލާއާ އެކު“ [President Maumoon and Nasreena celebrate their 55th wedding anniversary with their family]. Hurihaa (დივეჰი). 22 July 2024. ციტირების თარიღი: 17 October 2024.
  20. Aiham, Mohamed (7 October 2018). „My beloved wife, my dearest friend: President Gayoom“. The Edition. ციტირების თარიღი: 17 October 2024.
  21. Naseem, Sihana (28 July 2021). „ރައީސް މައުމޫނާއި ނަސްރީނާގެ ކައިވެނީގެ ސިއްރު!“ [President Maumoon and Nasreena's marriage secret!]. Raajje TV (დივეჰი). ციტირების თარიღი: 17 October 2024.