ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მალდიველები ( ދިވެހިން, დჰივეჰინ) — მალდივის კუნძულების ისტორიული რეგიონის მკვიდრი ერი და ინდო-არიული ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ მალდივის რესპუბლიკასა და კუნძულ მინიკოის ლახშადვიპის საკავშირო ტერიტორიაში, ინდოეთი. ყველა მალდივიელი იზიარებს ერთსა და იმავე კულტურას და ლაპარაკობს მალდივურ ენაზე, რომელიც არის ინდო-არიული ენების სამხრეთული ჯგუფის წარმომადგენელი. [12] ეთნოგრაფიული და ენობრივი მიზეზებისთვის, აგრეთვე გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ანთროპოლოგები მალდივიელ ხალხს ყოფენ 3 ქვეჯგუფად. [13]

მალდიველები
საერთო მოსახლეობა
 378 114[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
მალდივის რესპუბლიკა 344,023 (2014)[2]
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა 20 000[3]
ინდოეთის დროშა ინდოეთი 10 000[4]
მალაიზიის დროშა მალაიზია 1 500[5]
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 1 000
სინგაპურის დროშა სინგაპური 1 000[5]
პაკისტანის დროშა პაკისტანი 450[6]
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 450[7]
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 150[8]
ენები მალდივური ენა
რელიგიები ისლამი[9][10][11]

ქვეჯგუფები

რედაქტირება

მალდიველების ძირითადი ჯგუფი

რედაქტირება

მალდიველების ძირითადი ჯგუფი, რომელთა რაოდენობა 250 000-ზე მეტია. ეს არის ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს იჰავანდიპოლჰუდან (ჰაა ალიფი ) დამთავრებული ჰადნუნმათიამდე ( ლაამუ ) მალდივის კუნძულებზე . ისინი მალდივიელების მთლიანი მოსახლეობის 70% -ს შეადგენს. ამ ჯგუფიდან მოდის მალდივის ენის სტანდარტული დიალექტი, რომელზედაც ლაპარაკობენ მალდივის დედაქალაქ მალეში. [13]

მალდივის სამხრეთ ჯგუფი

რედაქტირება

მალდივის სამხრეთ ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ეკვატორული ზონის სამ სამხრეთულ ატოლში (ჰუვადჰუ, ფუვაჰმულა და ადდუს ატოლები ) მალდივის კუნძულებზე . ამ ჯგუფში დაახლოებით 60,000 ადამიანი შედის და მალდივის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს. ამ რეგიონში ნაპოვნია ყველაზე ადრეული დასახლებები. მკვლევარების აზრით, მალდივიელთა ეს ჯგუფი ყველაზე ახლო კავშირშია ნამდვილ მალდივიელ ხალხთან ენობრივი და ეთნიკური კუთვნილების თვალსაზრისით. ამ რეგიონის 3 ატოლიდან თითოეული ლაპარაკობს მალდივის ენის თავისებურ გამორჩეულ ფორმებზე, რომლებიც ბევრად განსხვავდება დანარჩენებისაგან. [14]

მინიკოის (მალიკუნის) ხალხი - მაჰლსი

რედაქტირება

მინიკოის (მალიკუნის) ხალხი - მაჰლსი, რომელთა რაოდენობა 10 000-ს შეადგენს. კუნძული მინიკოი მალდივილებით დასახლებული ატოლის ჯაჭვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მალდივიელი ხალხის ყველაზე ჩრდილოეთით გავრცელებული ჯგუფია. ისინი მალდიველების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 3% -ს შეადგენენ. მინიკოის ხალხი მალდივის ძირითადი ჯგუფის იდენტურია ეთნიკური და ენობრივი თვალსაზრისით და უფრო ფართო მასშტაბით კლასიფიკაციისას პირველ ჯგუფთან ერთიანდება. ამ ჯგუფს აქვს საკუთარი დიალექტი, რომელიც ინარჩუნებს ძველი მალდივის ზოგიერთ მახასიათებელს და აჩვენებს მალაიალამურ გავლენებსაც. მიუხედავად ამისა, დიალექტი პირველი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გასაგებია.

ენა და ლიტერატურა

რედაქტირება

მალდივის მოსახლეობას ძლიერი კავშირი აქვს მალდივის ენის მიმართ. იგი ისტორიულად იყო და, ძირითადად, ჯერ კიდევ არსებითია მალდივის იდენტურობისთვის. სამხრეთ ინდოეთის სხვა ენებისგან განსხვავებით, ეს არის ინდოევროპული ენა, (სამხრეთ-ინდოეთის სხვა ენები დრავიდული ენებია). ამასთან, ენაზე ჩანს მეზობელი დრავიდული ენების გარკვეული გავლენა, რაც დრავიდული ლექსიკონიდან სიტყვების გამოყენებას მოიცავს. [15]

მალდიველების უდიდესი ნაწილი მუსლიმები არიან, რომლებიც ისლამის სუნიზმის შტოს მისდევემ. [10] მალდივის მოსახლეობის 97% -ზე მეტი მუსლიმია. [9] ისლამი არის ქვეყნის სახელმწიფო რელიგია, ისევე როგორც საზოგადოების ხერხემალი, სადაც ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრება რეგულირდება ისლამის პრინციპების შესაბამისად და მთავრობის რეგულაციებიც, ემყარება ისლამური კანონის (შარიათის) რეგულაციებს. ქვეყნის კანონი კრძალავს ნებისმიერი სხვა რელიგიის გამოყენებას ქვეყნის მოქალაქეების მიერ.

ფესტივალები

რედაქტირება
სადღესასწაულო დღე 2008 2009 2010
ისლამური ახალი წელი 10 იანვარი --- ---
აშურა 19 იანვარი 7 იანვარი ---
მავლიდ ან-ნაბი 20 მარტი 9 მარტი 26 თებერვალი
ლაილატ ალ მირაჯი 31 ივლისი 20 ივლისი ?
ლაილატ ალ-ბარაათი 18 აგვისტო 7 აგვისტო ?
რამადანი [16] 1 სექტემბერი 22 აგვისტო 11 აგვისტო
ლაილატ ალ კადრი 28 სექტემბერი 17 სექტემბერი ?
ეიდ-ფიტრის დღესასწაული 1 ოქტომბერი 21 სექტემბერი 10 სექტემბერი
ეიდ-ალ-ადჰა 8 დეკემბერი 27 ნოემბერი 17 ნოემბერი
ისლამური ახალი წელი 29 დეკემბერი 18 დეკემბერი 7 დეკემბერი
აშურა --- 27 დეკემბერი 17 დეკემბერი
 
მალდივური კერძი მალიკუ ბონდა

ტანისამოსი

რედაქტირება

ტრადიციულად მალდივიელ მამაკაცები მუნდუს პერანგს ატარებენ, რაც მალაიალურ სამოსს ძალიან ჰგავს. მალდივიელ ქალებს აცვიათ წითელი ზედა, რომელსაც ლიბაასი ეწოდება და გრძელი შავი ქვედაბოლო.

სამზარეულო

რედაქტირება

ბრინჯი, მთავარი ინგრედიენტია მალდიველების კერძებში. ბრინჯი ჩვეულებრივ მზადდება გარუდიასთან (თევზის თევზის წვნიანი) ერთად.

მალდივური სახელები

რედაქტირება

თაობების წინ, მალდივიელი ხალხის უმეტესობა არ იყო ცნობილი მათი დაბადების სახელით. ამის ნაცვლად მათ ალტერნატიული სახელი ჰქონდათ, როგორიცაა დოჰუტუ, ლაჰუტუ, ტუტედი, კუდამანკიუ ან დონ გომა. ამ პრაქტიკის საფუძველი ის იყო, რომ თუ ბოროტმა სულებმა არ იცოდნენ ადამიანის ნამდვილი სახელი, ისინი ადამიანების შელოცვას ვერ გაუძლებდნენ. [17] ამასთან, მალდივის უძველესი დასახელების სისტემა გუჯარათისა და მარათჰის მსგავსია. ახლაც ზოგიერთი ადამიანი ამ სისტემას მისდევს. მაგალითად, ისტორიკოსის მოჰამედ იბრაჰიმ ლუთფის სახელი არის ,,მოჰამედი;" ,,იბრაჰიმი" მამის სახელია, ხოლო ,,ლუთფი" - გვარი.

მალდიველების ხშირი გვარებია: ბეე, ბეეფანი, ბოო, დიდი, ფანი, ფულჰუ, ქადერი, ქალამინჯა, ქალინგა, ქალო, ქავაჰი, ქავია, ქოი, ქოია, მანიკი, მანიკა, მანიკე, მანიკფანი, ნაჰა, რაჰა, რანა, ტარკანი, თახანი, თაკური, თაკურფანი, ვეერი. [18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Total Maldivian Population by Islands, Registered Population 2018. National Bureau of Statistics, Maldives..
  2. Total Maldivian Population by Islands, Census 2014.. National Bureau of Statistics, Maldives..
  3. Sri Lankan govt distances itself from minister's "deportation". minivannewsarchive.com (20 March 2013).
  4. Ethnologue. India. Ethnologue.
  5. 5.0 5.1 SINHALAYA'S FULL COVERAGE – Provincial Council Elections on 14th February – Breaking News. Sinhalaya.com (1 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  6. Strategic Insight – Protests in Maldives over settling 2 Guantanamo Bay terrorists. Policy Research Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 July 2011.
  7. Maldives profile - Australia in the Asian Century. Department of Foreign Affairs and Trade (Australia) (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 May 2013.
  8. HaveeruOnline: Maldives News, Sports, Travel, Business, Technology, Entertainment, Politics and Breaking News. Haveeru.com.mv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 June 2011.
  9. 9.0 9.1 Maldives Mission to the United Nations. Un.int. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-06. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
  10. 10.0 10.1 Culture of Maldives – history, people, clothing, women, beliefs, food, customs, family, social. Everyculture.com.
  11. About the Maldives. Permanent Mission of the Republic of Maldives to the UN..
  12. Dhivehi (Maldivian): A Synchronic and Diachronic Study (PhD dissertation). Cornell University. 
  13. 13.0 13.1 maldives-ethnography.com. maldives-ethnography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
  14. Encyclopedia of the stateless nations. 4. S – Z – James Minahan – Google Books. 
  15. Gnanadesikan, Amalia E. (2017-01-28). Dhivehi: The Language of the Maldives (en). Walter de Gruyter GmbH & Co KG. ISBN 9781614512349. 
  16. Aufgrund verschiedener Berechnungsgrundlagen, kann dieses Datum um einen oder zwei Tage variieren
  17. Maldive Names. Maldives Royal Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტირების თარიღი: 2009-12-24.
  18. The President's Office - Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალდიველები“-დან