მომა (მდინარე)
მომა[1] (რუს. Мома) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), მდ. ინდიგირკის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 406 კმ, აუზის ფართობი 30 200 კმ². ულახან-ჩისტაის ქედზე (ჩერსკის მთაგრეხილის სისტემა) სათავეს იღებს ორ ნაწილად: ილინ-იურიახი და კიენგი, მიედინება ფართო მთათაშორის ხეობაში. კალაპოტი შუა და ქვემო წელზე უხვადაა ჭორომები. უპირატესად იკვებება წვიმის წყლით. ზამთარში მომის ხეობაში წარმოიქმნება გიგანტური მინაყინები. მდინარის აუზში ქვანახშირის საბადოებია.[2]
მომა რუს. Мома | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სახა (იაკუტია) |
სათავე |
ულახან-ჩისტაი 64°50′48″ ჩ. გ. 147°20′57″ ა. გ. / 64.84667° ჩ. გ. 147.34917° ა. გ. |
შესართავი |
ინდიგირკა 66°26′29″ ჩ. გ. 143°11′36″ ა. გ. / 66.44139° ჩ. გ. 143.19333° ა. გ. |
სიგრძე | 406 კმ |
აუზის ფართობი | 30 200 კმ² |
მდინარის სისტემა | ინდიგირკა → აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 136.
- ↑ Мома // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.