ულახან-ჩისტაი[1] (რუს. Улахан-Чистай) — ქედი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), ჩერსკის მთაგრეხილის სისტემაში. სიგრძე 250 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 3147 მ-მდე (მთა პობედა). ძირითადად აგებულია გრანიტებით. რელიეფი ალპინოტიპურია, ვიწრო შუამდინარეთებით (ცირკები, ტროგები, დაკიდული ხეობები). წარმოდგენილია თანამედროვე გამყინვარება (საერთო ფართობი დაახლ. 100 კმ²). 900–1000 მ სიმაღლემდე მეჩხერი ფოთლოვანი ტაიგაა, 1300–1600 მ-მდე — ქონდარა ფიჭვი და მთის ტუნდრა, უფრო მაღლა — მთის ქვიანი უდაბნო.[2]

ულახან-ჩისტაი
რუს. Улахан-Чистай
კოორდინატები: 64°55′ ჩ. გ. 146°22′ ა. გ. / 64.917° ჩ. გ. 146.367° ა. გ. / 64.917; 146.367
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
უმაღლესი წერტილი პობედა, 3147 მ
სიგრძე 250 კმ
ამგებელი ქანები გრანიტი
ულახან-ჩისტაი — რუსეთი
ულახან-ჩისტაი

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 209.
  2. Улахан-Чистай // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.