მოლომა
მოლომა[1] (რუს. Молома) — მდინარე რუსეთში, ძირითადად კიროვის ოლქში (სათავეები ვოლოგდის ოლქში); მდ. ვიატკის (ვოლგის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 419 კმ, აუზის ფართობი 12,7 ათ. კმ². სათავეს იღებს ჩრდილოეთ უვალების ჩრდილოეთ კალთებზე და ფართო ხეობით კვეთს მათ. იკვებება უპირატესად თოვლის წყლებით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი სოფელ შჩეტინენკისთან 79,1 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე. დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 302 კმ-ზე (წყალდიდობის დროს). მოლომის აუზში 115 მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 3,6 კმ².[2]
მოლომა რუს. Молома | |
---|---|
მოლომა კიროვის ოლქის სოფელ იურევოსთან | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ვოლოგდის ოლქი, კიროვის ოლქი |
სათავე |
ჩრდილოეთი უვალები 59°49′59″ ჩ. გ. 46°55′59″ ა. გ. / 59.83306° ჩ. გ. 46.93306° ა. გ. |
შესართავი |
ვიატკა 58°20′10″ ჩ. გ. 48°27′41″ ა. გ. / 58.33611° ჩ. გ. 48.46139° ა. გ. |
სიგრძე | 419 კმ |
აუზის ფართობი | 12,7 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | ვიატკა → კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 79,1 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
მოლომა ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
- ↑ Молома // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 695.