მოლოზანა
მოლოზანა (ლათ. Viburnum orientale) — ბუჩქი ადოქსასებრთა ოჯახისა.[1] მისი სიმაღლე 2 მ აღწევს. ზედა ნაწილში 3-ნაკვთიანი კვერცხისებრი ფოთლები და ნორჩი ყლორტები აქვს. თეთრი ძაბრისებრი ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილებად. ნაყოფი წითელია, ოვალური და შეიცავს მცირე რაოდენობით წვენსა და ფქვილოვან რბილობს.
მოლოზანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Viburnum orientale Pall. | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სომხეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. ჩვენში უმთავრესად დასავლეთ საქართველოს მთის ქვედა და შუა სარტყელის ტყეებში იზრდება. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 84.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 14.