არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მოდინახე.

მოდამნახეს ციხე, ტყემლიანის ციხე[1][2] — ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე, კარწახის ხევისა და მდინარე ხრამის შესაყართან. მოდამნახეს ციხე კონტროლს უწევდა თრიალეთში გომარეთისა და კლდეისისაკენ მიმავალ გზებს.

მოდამნახეს ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
მოდამნახეს ციხე — საქართველო
მოდამნახეს ციხე

მოდამნახეს ციხე შუა ფეოდალური ხანისაა. ფართობი 15 მ × 30 მ. აქვს 5 ნახევარწრიული ბურჯი, ოთხკუთხა და მრგვალი კოშკები. კლდის სიმაღლე ზოგან 10 მ-მდე აღწევს. შემორჩენილია მოზრდილი წყალსაცავი, მცირე ზომის საყრდები ნაშთი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კავკასიის მხარის ერთვერსიანი რუკა, 1908 წ.
  2. საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკები, მასშტაბი 1:25 000, 1:50 000, 1:100 000