მიხეილ ღლონტი (გენერალ-ლეიტენანტი)
მიხეილ ღლონტი (დ. 10 ნოემბერი, 1904, გოგიეთი — გ. 13 მაისი, 1954, თბილისი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1954).
ბიოგრაფია
რედაქტირება1926 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1930 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამხედრო სკოლა 1930 წელს, ხოლო 1937 წელს — მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის IV და ბელორუსიის I ფრონტებზე. 1947 წელს დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია. ომის შემდეგ მუშაობდა არმიის შტაბის უფროსად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი, ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 595.